პროექტის სახელწოდება ,,საახალწლო ზღაპარი"
პროექტის შინაარსი და აქტუალურობა
მშობლები ნაკლებად ჩართულები არიან
სასკოლო ცხოვრებაში, მხოლოდ მაშინ მოდიან სკოლაში,როცა მშობელთა კრებაზე არიან
დაბარებული, ზოგიერთი არც მშობელთა კრებაზეც არ მოდის შვილის დაბალი აკადემიური
მოსწრების გამო.
ჩემი მიზანია დავანახო
მშობელს შვილის სხვა უნარები (მუსიკალური, თეატრალური და ა.შ),
შევცვალო მათი დამოკიდებულება შვილების და
სკოლის მიმართ, ასევე სასკოლო ცხოვრება გავხადო მრავალფეროვანი და საინტერესო,
ავაგო სხვა ურთიერთობები მოსწავლეებთან საგაკვეთილო პროცესების მიღმა.
საფეხური/კლასი
V-IX კლასები
პროექტის განხორციელების დრო
28.11.2018-28.12.2018
პროექტის სასწავლო მიზნები
პროექტის მიზანი -სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება, შემოქმედებითი უნარის განვითარება. წინა საახალწლო განწყობილების შექმნა, თნამშრომლობითი კულტურის ამაღლება.მშობელთა ჩართულობის
გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში.
მოსალოდნელი შედეგები
გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, სასკოლო ცხოვრება გახდება მრავალფეროვანი და საინტერესო,
უკეთესობისკენ შეიცვლება დამოკიდებულება სკოლასა და მშობელს
შორის, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის.
მოსწავლეებს განუვითარდებათ თნამშრომლობითი უნარები, გამოუმუშავდებათ ხელოვნებისა და კულტურის აღქმის უნარი, ჩამოუყალიბდებათ პრაქტიკული ჩვევები ,რომლებიც მათი შემოქმედებითი უნარების გახსანას და ამოქმედებას ემსახურება -სიმღერა,თეატრალური იმპროვიზაცია,ცეკვა..
პროექტის განხორციელების რისკები:
კონცერტის მიმდინარეობისას
ელექტროენერგიის გათიშვა;
მშობლების ნაკლები მხარდაჭერა
ორგანიზაციულ საკითხებში;
რისკების თავიდან აცილების გზები: ცხელ ხაზზე დარეკვით ენერგოპროჯორჯიასთან ელექტროენერგიის
არგათიშვასთან დაკავშირებით მოლაპარაკება;
მშობლებთან შეხვედრა მოსწავლეების
ფორმებთან დაკავშირებით და მათი აზრისა და შესაძლებლობების გათვალისწინება;
აქტივობები:
· სკოლის დირექციასთან შეხვედრა და მათი დაინტერესება პროექტით , დისკუსია თემაზე ,,საახალწლო ზღაპარი’’
· პროექტის იდეის განხილვა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა,პასუხისმგებელი და დაინტერესებული პირების გამოკვეთა
· მშობლებთან შეხვედრა და მათი აქტიური ჩართვა შემომედებით პროცესში
· მოსწავლეების შერჩევა საახალწლო ღონისძიებისთვის
· მოსწავლეთათვის პროექტის თემის აქტუალობისა და მიზნების გაცნობა.
· მოსწავლეებზე დავალებების მიცემა
· სიმღერის და ცეკვის შერჩევა
· შერჩეული სიმღერის დამუშავება, ცეკვის ილეთების შესწავლა
· სკოლის დარბაზის მოწყობა
· ღონისძიება - ,,საახალწლო ზღაპარი''
პროექტის მონიტორინგი
საპროექტო აქტივობები
|
ვადა
|
შედეგი
|
საჭირო რესურსი
|
პასუხისმგებელი პირი
|
სკოლის დირექციასთან შეხვედრა და მათი დაინტერესება პროექტით , დისკუსია თემაზე ,,საახალწლო ზეიმი"
|
28.
11
|
შედგა შეხვედრა
დირექციასთან,პროექტი მოწონებულიქნა
|
მოსწავლეებისაკლასო ოთახისკოლის დირექცია
|
პედაგოგი
რუსუდან
ფევაძე
|
პროექტის იდეის განხილვა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა
|
4.12
|
გავაცანი პროექტის იდეა მოსწავლეებს, ცეკვის და მუსიკის
მასწავლებელს, კლასის დამრიგებლებს
|
მოსწავლეები,კლასის
ხელმძღვანელები, ცეკვის და მუსიკის პედაგოგები
|
პედაგოგი,მოსწავლეები
|
მშობლებთან შეხვედრა და მათი აქტიური ჩართვა შემოქმედებით პროცესში
|
5.12
|
მქონდა შეხვედრა მშობლებთან
|
მშობლები,საკლასო ოთახი
|
პედაგოგი,
მშობლები |
მოსწავლეების შერჩევა საახალწლო ღონისძიებისთვის
|
6.12
|
შეირჩა მოსწავლეთა ჯგუფი
|
მოსწავლეები
|
პედაგოგიმოსწავლეები
|
მოსწავლეთათვის პროექტის თემის აქტუალობისა და მიზნების გაცნობა.
|
7.12
|
მოეწყო მოსწავლეთა ჯგუფთან პირველი
შეხვედრა.
|
მოსწავლეები
|
პედაგოგიმოსწავლეები
|
მოსწავლეთათვის დავალებების განაწილება
|
10.12
|
მეორე
შეხვედრაზე მოხდა ღონისძიებისთვის საჭირო რეკვიზიტების შექმნა ,სიმღერების და ცეკვების არჩვა, თეატრალური ნომრების შერჩევა
|
მასწავლებელი,მოსწავლეები,აუდიო და ვიდეო მასალა.
|
პედაგოგი მოსწავლეები
|
სიმღერის,ცეკვის
და თეატრალური ნომრებისათვის როლების მორგება მოსწავლეებზე
|
11.12
|
გადანაწილდა მოსწავლეებს შორის
როლები და შედგა ცეკვის და სიმღერის ჯგუფები
|
მოსწავლეები,მასწავლებელი,სკოლის დარბაზი,ადიო მასალა,
|
პედაგოგიმოსწავლეები
|
შერჩეული სიმღერის დამუშავება, ცეკვის ილეთების შესწავლა
|
25.12
|
რეპეტიციები
|
მასწავლებელი, მოსწავლეები, აუდიო მასალა, ინსტრუმენტები,სკოლის დარბაზი
|
პედაგოგი მოსწავლეები
|
სკოლის დარბაზის მოწყობა
|
27.12
|
დიზაინის შერჩევა, დეკორაციების შექმნა დარბაზის ერთობლივად მორთვა
|
მოსწავლეები,მასწავლებელი ფერადი ლენტები ბუშტები
|
პედაგოგი
მოსწავლეები
|
ღონისძიება - ,,საახალწლო ზღაპარი''
|
28.12
|
მოსწავლეები,
მაწავლებლები,აუდიო მასალა
|
პედაგოგი
მოსწავლეები
|
რეფლექსია
პროექტი წარიმართა გეგმის მიხედვით, ყველა
აქტივობა მიმართული იყო მიზნის მისაღწევად, აქტივობების დამატება და მოდიფიცირება
არ დამჭირვებია, მაგრამ ზოგიერთი მოსწავლის ავადმყოფობის გამო მოხდა ჩანაცვლება
სხვა მოსწავლით,რომლის შერჩევა არ იყო ადვილი. მსგავსი პროექტების
განხორციელებისას გავითვალისწინებ მსგავს რისკფაქტორებს.
ყველაზე წარმატებული კომპონენტი იყო ურთიერთობა
ჩემსა და მოსწავლეებს შორის და კონცერტის შემდეგ მშობლების მადლიერების და
შვილებით აღფრთოვანების ემოციები.
ამ
პროექტის განხორციელების შედეგად მოხდა
სასკოლო თემის ყველა რგოლს შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულებების განმტკიცება და მზაობა
შემდგომი თანამშრომლობისათვის. მივიღეთ დაინტერესებული მშობელი, მოტივირებული მოსწავლეები.მოსწავლეებს განუვითარდათ თნამშრომლობითი უნარები, გამოუმუშავდათ ხელოვნებისა და კულტურის აღქმის უნარი, ჩამოუყალიბდათ პრაქტიკული ჩვევები ,რომლებიც მათი შემოქმედებითი უნარების გახსანას და ამოქმედებას ემსახურება.