სასწავლო პროექტი

ჩემი   პროექტია     ქართული ფოლკლორი

               
1. პროექტის სახელწოდება     ფოლკლორი

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ბავშვები ეცნობიან ქართული ფოლკლორის ნიმუშებს.შეხვდებიან ხალხური სიმღერის  შემსრულებლებს.მოახდენენ ქართული ხალხური ფოლკლორის სახეობების პოპულარიზაციას სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით.


3. პროექტის აქტუალობა: დღედსღეობით პოპულარული გახდა უცხოური სხვადასხვა ჟანრის მუსიკები.აუცილებელი გახდა ფოლკლორის მიმართ, საზოგადოებისადმი მეტი ინტერესი გაღვივება, რომ ვაჩვენოთ მათ რამდენად მდიდარია და ღირებული იგი.

4.პროექტის მიზანი: დაინტერესოს მოსწავლეები ქართული ფოლკლორით, გააცნოს, შეაყვაროს, სურვილი აღუძრას,მონაწილეობა მიიღონ ხალხური  სიმღერების მოძიება შენახვაში.

5.მონაწილეთა ასაკი: VIII  კლასი


6.ვადები ხანგძლივობა:  ორი თვე


7.მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები  შეხვდებიან ცნობილ ფოლკლორისტებს,აიღებენ ინტერვიუს,გადაიღებენ სურათებს და გააკეთებენ პრეზენტაციას,რომელსაც განათავსებენ ბლოგზე და სოციალურ  ქსელში.

8.პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ვიდეო კამერა , ლიტერატურა,
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იმსჯელებენ პროექტის იდეის შესახებ, დაიყოფიან ჯგუფებად. ერთი ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მუსიკალურ ფოლკლორს, მათან დაკავშირებულ ისტორიებსა და შემსრულებლებს.
      მეორე ჯგუფი მოიძიებენ ნიმუშებს ეტაპობრივად დააჯგუფებს ჟანრების მიხედვით, იმუშავებს სიმღერის სპეციფიკასა და ამა თუ იმ შემსრულებლის შესრულების მანერაზე.
      მოსწავლეთა სრული შემადგენლობა ერთად შეაჯერებს მოძიებულ მასალას, განათავსებენ ბლოგზე საქართველოს კუთხეებისა და ჟანრების მიხედვით დაალაგებენ ფოლკლორულ მასალას,  მოამზადებენ პრეზენტაციას ფოლკლორის საღამოსათვის. საღამოს ღონისძიებაში  ჩაერთობიან არა მარტო პროექტის მონაწილეები არამედ სხვა მონაწილეები,  მოსწავლეები, მასწავლებლები , საზოგადოების წარმომადგენლები.  საღამოს  მსმენელებს წარედგინებათ მოძიებული მასალა, შესრულდება სხვადასხვა  პოპულარული ფოლკლორული ნომრები,  მაყურებლებს საშუალება მიეცემათ თავადაც აქტიურად  ჩაებნენ აქციის მიმდინარეობაში.
     მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბლიკით.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:  მუიკა,ლიტერატურა ,ისტ -ის გამოყენება.
11.პროექტის ხელმღვანელი     (მასწავლებელი) რუსუდან ფევაძე
12.ხელმძღვანელი ელ:ფოსტა: rusudanfevadze@gmail.com

13.პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: https://rusudanfevadze.blogstop.com

No comments:

Post a Comment