Thursday, November 21, 2019

ისტის გამოყენება მუსიკაში 5 II სემესტრი


                                                                   გაკვეთილის გეგმა  ისტ-ის გამოყენებით
მუსიკაში
კლასი
მე-5
მასწავლებლები
რუსუდან ფევაძე
ჩატარების დრო
22.05.2019
გაკვეთილის თემა
 გედების ტბა
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წუთი

მოსწავლეთა პროფილი
  16   მოსწავლე
სსსმ მოსწავლე არ არის.

გაკვეთილის მიზანი
         მათემატიკა
ü           მოსწავლეები  გაეცნობიან  მუსიკალურ-თეატრალური ჟანრის ერთ-ერთ ნაწარმოებს ,,გედების ტბა“.   იმსჯელებენ თუ როგორ იქმნება ზღაპრული სახეები მუსიკაში.
                   ისტი
v       მოსწავლე მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან,  ჩამოტვირთავს  და შეინახავს.
v     მოსწავლეს ინტერნეტში შეუძლია GOOGLE –   და    Youtubee-ში  ინფორმაციისა და ვიდეო მასალების მოძებნა.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
მუს.დაწყ.(II).4 მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის ემოციურ შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნებადა რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციურ კავშირების გაბმა.
მუს.დაწყ.(II).5 მოსწავლემ უნდა შეძლოს დრამისა და მუსიკის ელემენტების ურთიერთკავშირების ამოცნობა.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა  იციან  ნაწარმოების განსხვავება ჟანრების მიხედვით,  ორკესტრის  დაჯგუფება ინსტრუმენტების მიხედვით.


გაკვეთილის მსვლელობა/
საკლასო მენეჯმენტი

















აქტივობა № 1. საშინაო დავალების შემოწმება (8 წთ)
     მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები პრეზენტაციის სახით.  მოსწავლეებს ინტერნეტით უნდა მოეძიათ ინფორმაცია მუსიკალური ტერმინების შესახებ: ,,ტონალობა, გამა და კილო.“ 
   აქვე მოსწავლეები გაიხსენებენ  ჟანრებსა   და  ორკესტრის ჯგუფებს.
აქტივობა № 2. გაკვეთილის მიზნის გაცნობა. (2 წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს თემასა და მიზანს; 
 აცნობს მოსწავლეებს რა კრიტერიუმებით შეფასდებიან ისინი.
აქტივობა № 3.  პრაქტიკული სამუშაო   (8 წთ)
 მასწავლებელი  მოსწავლეებს სთხოვს დასახელებულ დროში  ინტერნეტში  მოიძიონ ინფორმაცია ბალეტი ,,გედების ტბა“ -ს შესახებ.  ნაწარმოების ავტორი, სამშობლო, კომპოზიტორი, შექმნის პერიოდი  და სხვა.
    მოსწავლეები მოძიებულ ინფორმაციას გაუზიარებენ კლასს.
აქტივობა № 4.   ვიდეო მასალის ჩვენება  და  მსჯელობა. (20 წთ)
    მოსწავლეები თავად მოიძევენ ვიდეო მასალას ბალეტი ,,გედების ტბა“ და პროექტორის საშუალებით  ნახავენ ფრაგმენტებს ბალეტიდან.

     მოსწავლეები იმსჯელებენ  თუ რა როლს ასრულებს მუსიკა  ზღაპრული სამყაროს  შესაცნობად  და როგორ იქმნება ზღაპრული სახეები მუსიკაში.
    
აქტივობა № 4. გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დავალება. დრო - 7 წთ.
მუშაობის ფორმა: კლასთან.
აქტივობის მიზანი: უკუკავშირის მიცემა მოსწავლეთათვის (განმავითარებელი შეფასება), მოსწავლეთა თვითშეფასება და დავალების მიცემა.
მასწავლებელი აკეთებს უკუკავშირს მოსწავლეთათვის და ეკითხება მათ:
-          რამდენად კმაყოფილნი არიან საკუთარი მუშაობით?
-          რამდენად  სახალისო იყო  კომპიუტერთან მუშაობა?
-          რას გააუმჯობესებდით საკუთარ მუშაობაში?
ბოლოს მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას  სახელმძღვანელოდან  და  სთხოს  ნახონ ბალეტი  ,,ფასკუნჯი“.
სასწავლო რესურსები
 სახელმძღვანელო, „ნოუთბუქი“ პროექტორით, ინტერნეტით.  















დანართი
პრეზენტაციის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
თემის გასაგებად წარმოდგენა
ბუნდოვანია და საუბრობს დაბნეულად
აკლია ლოგიკურობა და თანმიმდევრობა
ნაწილობრივ გასაგებია და მოითხოვს დამატებით განმარტებებს
გასაგებია, მაგრამ ითხოვს დაზუსტებას
წარმოდგენილი საკითხები ნათელია და დამაჯერებელი
კონტაქტი მსმენელთან
ვერ ამყარებს კონტაქტს საუბრობს გაურკვევლად
ცდილობს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას, მაგრამ არაეფექტურად
იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას, მაგრამ დაბნეულია
გრძნობს აუდიტორიის განწყობას და ამყარებს კონტაქტს
ფლობს აუდიტორიას და კარგად იყენებს კომუნიკაციის ხერხებს
პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე
უჭირს პასუხების გაცემა
პასუხები არ არის გამართული
ნაწილობრივ პასუხობს კითხვებს,
პასუხობს კითხვებს, თუმცა დამაჯერებლობა აკლია
სრულყოფილ და დამაჯერებელ პასუხს სცემს ყველა კითხვას



შეფასების რუბრიკა ისტში
ქულა

კრიტერიუმი
ვერ ასრულებს
ქულა
ასრულებს
ქულა
კარგად ასრულებს
ქულა
სამუშაოს დაწყებაგაგრძელება ისტ-ისგამოყენებით.
მოსწავლეს არ შეუძლია სამუშაოს დაწყება
მოსწავლე ახერხებს სამუშაოს დაწყებას მითითებებით
მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად სამუშაოს დაწყება,
ინფორმაციის მოძიება დაშენახვა ინტერნეტის საშუალებით
მოსწავლე ვერ იძიებს საჭირო ინფორმაციას.
მოსწავლე ნაწილობრივ იძიებს ინფორმაციას
მოსწავლე თავისუფლად  და სრულად იძიებს ინფორმაციასინახავს სამუშაო დაფაზე დაიყენებს ადეკვატურად.
ორგანიზებულობა დამოწესრიგებულობა
პრეზენტაციის წარმოდგენა
მოსწავლე არაა მოწესრიგებული და ვერ იყენებს ისტ- მის მიერ შესასრულებულისამუშაოს შედეგების ორგანიზებისას და წარდგენისას.
მოსწავლე იყენებს ისტ- მის მიერ შესასრულებული სამუშაოს შედეგების ორგანიზებისას და ვერ ახერხებს  წარდგენას განსაზღვრულ ვადაში.
მოსწავლე არის მოწესრიგებული და იყენებს ისტ- მის მიერ შესასრულებული სამუშაოს შედეგების ორგანიზებისას და წარდგენისას.
                              

   გაკვეთილის  რეფლექსია


2019 წლის22 მაისი  V კლასში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე  ,, გედების ტბა’’

ისტის გამოყენებით

       გაკვეთილის მიზანი იყო  მოსწავლეებს გავაცანი მუსიკალური თეატრალური ჟანრი ,, გედების ტბა’’იმსჯელეს როგორი იქნებოდა თითოელი  გმირის მოქმედება მუსიკაში.

  ჩემს მიერ ჩატარებული  გაკვეთილი წარიმართა გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით.ჩემს მიერ შერჩეული აქტივობები იყო მრავალფეროვანი და საინტერესო,რაც დამეხმარა მიზნის მიღწევაში.ეფექტურად გამოვიყენე საგაკვეთილო რესურსებიც;პროექტორი,კომპიუტერი,ასოციაციური ცხრილი,ანიმაციური ფილმი,სურათები.რამაც უზრუნველყო მოსწავლეების დაინტერესება და მიზნის მიღწევა.საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მოტივაციის ამაღლების მიზნით და გაკვეთილის მომზადებისთვის ვუჩვენე კლას რიტმული ფიგურაცია და წავუმღერე მოტივი რომელსაც იმეორებდა მთელი კლასი.წინარე ცოდნის გასააქტიურებლად გამოვიყენე გონებრივი იერიში,კითხვა-პასუხის საშუალებით და გამოვიყენე ასოციაციური ცხრილი.რაც დამეხმარა ახალ მასალაზე გადასვლაში.გავაცანი ახალი მასალა,ვაყურებინე მუსიკალურ თეატრალურ ჟანრს„გედების ტბა“.ამან მოსწავლეებში გამოიწვია ინტერესი და მოტივაციის ამაღლება . უკუკავშირის მიზნით გაკვეთილი შევაჯამე კითხვა -პასუხის საშუალებით და გასასვლელი ბარათებით,რაც დამეხმარება მომდევნო გაკვეთილის დაგეგმისთვის,მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე.მივეცი საშინაო დავალება თემიდან გამომდინარე,რაც დაეხმარება მოსწავლეებს მიღებული ცოდნის განმტკიცებაში.უკუკავშირს ვაძლევდი თითოეული აქტივობის შემდეგ და საბოლოოდ განმავითარებელი შეფასებით შევაფასე მთელი კლასი.

ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილში მიზანი მიღწეული იქნა,თუმცა დროს გადავაჭარბე ,რის გამოც მოსწავლეების შეფასება მომიხდა დამატებით დროში.შემდეგი გაკვეთილის დაგეგმისას გავითვალისწინებ დროის ლიმიტს და ვაკონტროლებ დროს საგაკვეთილო პროცესში.

ხელმოწერა:    რ.ფევაძე



No comments:

Post a Comment