Friday, November 29, 2019

ისტ-ის გამოყენება 7 კლაში 2 სემესტრში


გაკვეთილის გეგმა

                                                                                                                                                                                     მასწავლებლის სახელი,გვარი: რუსუდან ფევაძე                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     პირადი ნომერი:61010004824                                                                                                                                საგანი:მუსიკა 
თარიღი; 7.05.2019                                                                                                                                                                                    

სწავლების საფეხური/კლასი:საბაზო -  მე -7კლ.

მოსწავლეთა რაოდენობა : 4 / არცერთი მოსწავლე არ საჭიროებს სპეციალურ მიდგომას

გაკვეთილის თემა : მუსიკალური რიტმი,მელოდია,ჰარმონია

გაკვეთილის მიზანი : მოსწავლეები შეძლებენ მოსმენილი ხმა -ბგერების ამოცნობა,განსხვავება,შედარებას.იმსჯელებენ მათ ხასიათზე,განწყობაზე,მუსიკის გამომსახველ საშუალებებზე;რიტმზე,მელოდიასა და ჰარმონიაზე.

მუს.საბ.4.5.               მუს.საბ.1.2.3.



VII.4.მოსწავლე საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე

VII.5.მოსწავლე საუბრობს იმის შესახებ ,თუ როგორ შეიძლება კონკრეტული მუსიკალური განწყობილების,კომპოზიტორის ჩანაფიქრის გამოხატვა მუსიკის გამომსახველობითი ხერხების საშუალებით.

















მე-7  კლასი.  

აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ.)
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. გაკვეთილის თემის,მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა.  
ვერბალური
 მთელ კლასი
ფორმატზე დაწერილი მიზნები ,შეფსების რუბრიკები და კრიტერიუმები.
1 წთ.
2
რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშო.   3/4ზომაში                   მიზანი: კლასის მოტივირება, მომზადება გაკვეთილისთვის.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი   უჩვენებს  რიტმულ ფიგურაციას და რომელსაც იმეორებს მთელი კლასი. მოსწავლეებმა უნდა შეეცადონ ზუსტად გაიმეორონ მასწავლებლის მოცემული მაგალითი ტაშით და კაკუნით
ფრონტალური მეთოდი..
მუშაობა მთელ კლასთან -
ხელები(ტაში)ფანქრები,მერხები
6წთ
3
 მუსიკის მოსმენა
მიზანი:
ამ აქტივობით მოსწავლეებს განუვითარდებათ სმენის, მუსიკიის შეგრძნების უნარ-ჩვევები .
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ასმენინებს  მოსწავლეებს ფ.შოპენის ნოქტიურნი N 2 op9.,ბავშვები იმსჯელებენ როგორია  რიტმი, და მელოდიურ ხაზი ნაწარმოებში
მსჯელობა -კითხვა პასუხი
მთელ კლასთან მუშაობა
აუდიო მოსასმენი მასალა.კომპიუტერი youtube.com/watch?v=-PaYq5Pt228
8(წთ.)
4
მუსიკის განწყობის გადმოცემა                              მიზანი:
ამ აქტივობით მოსწავლეებს განუვითარდებათ მსჯელობის  ნაწარმოების  განწყობისა და ხასიათის  ამოცნობის უნარ -ჩვევები.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი ასმენინებს გ.მალერის სიმფონია #5.ადაჟიო.მოსწავლეები აკეთებენ შედარებას გ.მალერის და ფ.შოპენის ნაწარმოებებს შორის.განსაზღვრავენ ნაწარმოების ხასიათსა და განწყობას .

შესაბამისობები
მთელ კლასთან მუშაობა;
კომპიუტერი მოსასმენი მასალა youtube.com/watch?v=Les39aIKbzE
10(წთ.)
5
 ახალი ქართული   ნაწარმოების გაცნობა
 მიზანი  : მოსწავლე
შეისწავლის ქართული  ხელოვნების  ნიმუშს და გააკეთებს შედარებას უცხოელ კომპოზიტორების ნაწარმოებებს შორის
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი  ესაუბრება ბავშვებს ი.კეჭაყმაძის შემოქმედებაზე,წინასწარ გამზადებულ ლინკს უთითებს მოსწავლეებს და აყურებინებს  ვიდეოს ი.კეჭაყმაძის ,,არქაიკა“(ეგზერსიზი)


ლექციური ხასიათი -თვალსაჩინო ფილმის გამოყენება
მუშაობა მთელ კლასთან
პროექტორი, კომპიუტერი youtube.com/watch?v=ygi6JEDLIFI
7(წთ.)
6
დაშლილი მელოდიის აწყობა
მიზანი  :ეს  დაეხმარება მასწავლებელს  გაკვეთილის  შეაჯამებაში,როგორ შესძლეს მოსწავლეებმა ახალი მასალის ათვისება აქტივობის აღწერა: LMMS: პროგრამაში მოცემულია ფ.შოპენის ვალსის პატარა მონაკვეთი .მელოდია და თანხლება დაშლილი 8 ნაწილად.ბავშვები მოცემულ ნიმუშს უსმენენ და მის მიხედვით აწყობენ მთლიან მონაკვეთს   LMMS-ში.შემდეგ მასწავლებელი სვამს  კითხვებს -რა გამომსახველი ხერხებით გამოსახავდა კომპოზიტორები თავიანთ ნაწარმოებებში  ხასიათს და განწყობას ? მოეწონათ თუ არა კომპოზიტორების ჩანაფიქრი?       
კომპიუტერული  პროგრამის გამოყენება
მთელ კლასთან
კომპიუტერი LMMS პროგრამის გამოყენება
8წთ
7
საშინაო დავალება  
     
მიზანი  :სწავლის განმტკიცება 
                    
  აქტივობის აღწერა : მოუსმინონ ი.კეჭაყმაძის სხვა ნაწარმოებებს
დემონსტრირების მეთოდი
მთელ კლასთან
ინტერნეტი,
1წთ
8
შეფასება   „ გაკვეთილზე ჩართულობა“                         მიზანი :მოსწავლის მიერ შეძენილი ცოდნის ხარისხის განსაზღვრა.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შესაბამისი ქულებით
განმავითარებელი
ინდივიდუალური
შეფასების  სქემა
4წთ



                                                     

   გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები

მუს.საბ..1.2. მოსწავლე შეისწავლის ქართული და მსოფლიო მუს. ხელოვნების ნიმუშებს და ავტორებს. მუს.საბ. 3. .მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა დავალების შესრულება მუსიკალურ კომპიუტერული     პროგრამების გამოყენებით. განსაზღვრავს და გადმოცემს განწყობილებას.



მუს.საბ.  4.მოსწავლე საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე

მუს.საბ. 5.მოსწავლე საუბრობს იმის შესახებ ,თუ როგორ შეიძლება კონკრეტული მუსიკალური განწყობილების,კომპოზიტორის ჩანაფიქრის გამოხატვა მუსიკის გამომსახველობითი ხერხების საშუალებით.

მუს.საბ . 8. უსმენს და საუბრობს მუსიკალური ნაწარმოებების შესახებ.



  



        

                                                                      

                                                                   შეფასების   რუბრიკა - გაკვეთილზე  ჩართულობა

შედეგები
3-5 ქ.
6-7 ქ
8-10 ქ
აქტიური მონაწილეობა
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში,პასიურია
ცდილობს ჩაერთოს საგაკვეთილო  პროცესში,აქტიურია
აქტიურად არის ჩართული საგაკვეთილო  პროცესში
საკუთარი აზრის დასაბუთება
იშვიათად აყალიბებს საკუთარ აზრს
ზოგ შემთხვევაში გამოთქვამს საკუთარ აზრს,მაგრამ უჭირს დასაბუთება
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი და ასაბუთებს მას
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება
ყოველთვის არ უსმენს ,ან უსმენს ,მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქციები
უსმენს სხვების აზრებს და ცდილობს იყოს კორექტული
 ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს,აანალიზებს და კორექტულია.

       



ხელმოწერა რ.ფევაძე
                        

   გაკვეთილის  რეფლექსია


2019 წლის 7 მაის  მე-7  კლასში ჩავატარე მუსიკაში  გაკვეთილი ისტ-ის  გამოყენებით თემაზე - „ მუსიკალური რიტმი,მელოდია,ჰარმონია

     გაკვეთილის მიზანი იყო _ მოსწავლეებმა შეძლონ მოსმენილი ხმა -ბგერების ამოცნობა,განსხვავება,შედარება. იმსჯელონ მუსიკის  ხასიათზე, განწყობაზე, მუსიკის გამომსახველ საშუალებებზე;რიტმზე,მელოდიასა და ჰარმონიაზე ,            ისტ-ის დახმარებით. გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობდა ე.ს.გ.მისაღწევი შედეგებიდან.

        ჩემს მიერ ჩატარებული  გაკვეთილი წარიმართა გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით.ჩემს მიერ შერჩეული აქტივობები იყო მრავალფეროვანი და საინტერესო,რაც დამეხმარა მიზნის მიღწევაში.ეფექტურად გამოვიყენე საგაკვეთილო რესურსებიც;პროექტორი,კომპიუტერი,აუდიო ვიდეო მასალა ,LMMS კომპიუტერული პროგრამა.რამაც უზრუნველყო მოსწავლეების დაინტერესება და მიზნის მიღწევა.გაკვეთლი წარიმართა შემდეგი  თანმიმდევრობით;                         მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები. კლასის მოტივირება, მომზადებისთვის გაკვეთილი დავიწყე რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშო   3/4ზომაშ,რაც დამეხმარა კლასი განმეწყო გაკვეთილისათვის და ამაღლებოდათ  მოტივაცია.ახალი მასალის გაცნობის მიზნით კომპიუტერის საშუალებით მოვასმენინე  ფ.შოპენის ნოქტიურნი N 2 op9.,მოსწავლეებმა  იმსჯელენ როგორი იყო  რიტმი, და მელოდიურ ხაზი ნაწარმოებში  .                                                                youtube.com/watch?v=-PaYq5Pt228                                                                                                                                               მუსიკის განწყობის გადმოსაცემად  და შესადარებლად მოვასმენინე  გ.მალერის სიმფონია #5.ადაჟიო.მოსწავლეებმა  შეადარეს გ.მალერის და ფ.შოპენის ნაწარმოებები .განსაზღვრეს ნაწარმოების ხასიათი და განწყობა. youtube.com/watch?v=Les39aIKbzE

ვესაუბრე მოსწავლეებს ქართველი კომპოზიტორის ი.კეჭაყმაძის შემოქმედებაზე მივუთითე წინასწარ გამზადებულ ლინკი, ვაყურებინე  და მოვასმენინე ვიდეო  ი.კეჭაყმაძის ,,არქაიკა“(ეგზერსიზი) youtube.com/watch?v=ygi6JEDLIFI

   გაკვეთილის  პროცესში  გამოვიყენე კომპიუტერი LMMS პროგრამა .ამ პროგრამაში მოცემული იყო ფ.შოპენის ვალსის პატარა მონაკვეთი ,მელოდია და თანხლება რომელიც დაშლილი იყო 8 ნაწილად.ბავშვებმა  მოუსმინეს მოცემულ ნიმუშს  და მის მიხედვით აწყვეს მთლიანი მონაკვეთი   LMMS-ში.შესაჯამებლად დავსვი შეკითხვები  -რა გამომსახველი ხერხებით გამოსახავდა კომპოზიტორები თავიანთ ნაწარმოებებში  ხასიათს და განწყობას ? მოეწონათ თუ არა კომპოზიტორების ჩანაფიქრი?ეს  დამეხმარა გამეგო თუ  როგორ შესძლეს მოსწავლეებმა ახალი მასალის ათვისება.  


უკუკავშირს ვაძლევდი თითოეული აქტივობის შემდეგ და საბოლოოდ  შევაფასე მთელი კლასი.ისტის გამოყენებამ ხელი შეუწყო სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალურ  ჩართულობას. ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილში მიზანი მიღწეული იქნა.ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ხელს უწყობს ინფორმაციის უკეთ გააზრებას, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.გაკვეთილის ნაკლოვან მხარედ მიმაჩნია ის, რომ არ იყო საკმარისი დრო  ი.კეჭაყმაძის ბიოგრაფიის გასაცნობად.ამიტომ მოსწავლეებს საშინაო დავალებათ შევთავაზე, მოეძიებინათ მეტი ინფორმაცია და მომდევნო გაკვეთილზე გვესაუბრა .






ხელმოწერა:    რ.ფევაძე
                        

No comments:

Post a Comment