Friday, February 1, 2019

სოციალური პროექტი ,, გაზაფხული დედა'' V-IX კლასები


                                                        პროექტი

პროექტის სახელწოდება
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება:-
„გაზაფხული და დედა“



განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი  და გვარი
რუსუდან ფევაძე

საკონტაქტო ინფორმაცია
577 71 86 77  rusudanfevadze@gmail.com

ინფორმაცია სკოლის შესახებ:

სკოლის დასახელება
ცეცხლაურის N 2
მისამართი
ცეცხლაური  კაიკაციშვილის  N   4

პროექტის შესახებ:

პროექტის განხორციელების ვადები
2019 წლის 1 თებერვლიდან- 2019 წლის 3 მარტი











სკოლის დირექტორი:-ზაურ ბოლქვაძე                                                                      

პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი:-რუსუდან ფევაძე









თარიღი:   1 თებერვალი 2019 წელი

 ინფორმაცია პროექტის შესახებ



პროექტის მიზანი:
მშობლებთან  თანამშრომლობით მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა; ქართველი ქალის, ქართველი დედის განსაკუთრებულობის, ღირებულებების დაფასება.
ამოცანები:


Ø  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
Ø  ეფექტური პრეზენტაციის მომზადება
Ø  მისალოცი ბარათების მომზადება დედებისთვის.
Ø  მუსიკის პოპულარიზაცია
პროექტის ბენეფიციარები:
პროექტის ბენეფიციარები არიან ცეცხლაურისN 2საჯარო სკოლის V-IX კლასის  მოსწავლეები, მასწავლებლები,  მშობლები.
პროექტის დასაბუთება:
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საგნის პოპულარიზაციას, მოსწავლეები გაიღრმავებენ და გაიფართოვებენ ცოდნას, თვითონვე იქნებიან ჩართულები სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში.მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებში, პანტომიმის ელემენტებით  გამოხატავენ გარკვეულ განწყობას, შთაბეჭდილებას გადმოსცემენ სიტყვით, ნახატით.  პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ექნებათ მოტივაცია საქალაქო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად,, გამოუმუშავდებათ  ახალი პროექტების განხორციელებისა და  საინტერესო თემატური ღონისძიებების მოწყობის  უნარ-ჩვევები.
დაგეგმილი აქტივობები:
საინფორმაციო შეხვედრა   V-IX კლასის მოსწავლეებთან და მშობლებთან:4.02.2019
მინი პრეზენტაცია-რა მნიშვნელობა აქვს სასკოლო ღონისძიების მოწყობას.სამუშაო პრინციპების და მოვალეობების გაცნობა,შერჩევა-გადანაწილება.მოსწავლეთა დევიზი-,,ქართული და უცხოური მუსიკის უცნობი ნიმუშების შესწავლა სტილის მიხედვით,იმისათვის რომ ღრმა შინააარსით დავეუფლოთ ხალხური და პროფესიული მუსიკის შესწავლას’’.
მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული პროექტით მოსწავლეები შეძლებენ შეისწავლონ :
Ø  ხალხური და პროფესიული მუსიკის მოსმენა-ანალიზის  უნარ-ჩვევები.
Ø  შეითვისებენ  თანამშრომლობითი   ურთიერთობის უნარ-ჩვევებს
Ø  ისწავლიან დაგეგმონ, შეასრულონ და გააკონტროლონ აქტივობები.
Ø  შეძლებენ გარკვეული განწყობილების  პანტომიმით  გამოხატვას
              გადმოსცეს შთაბეჭდილება სიტყვიერად, ნახატით.
Ø  მონაწილეობა მიიღოს სასკოლო ღონისძიებაში.
Ø  ამოიცნოს ქართული მუსიკის უცნობი ნიმუშები სტილის მიხედვით.
ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს საგნის პოპულარიზაციას სკოლაში. დაგეგმილი აქტივობების განხორციელება, პრეზენტაციები და შეხვედრების მოწყობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კვლევის, ანალიზის და შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. აღნიშნული პროექტით   მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას და აიმაღლებენ სამოქალაქო  ცნობიერებას, ასევე გაიზრდება მათი ჩართულობა სასკოლო ღონისძიებებში.
ინდიკატორები:
Ø  პროექტის შედეგების შეფასება:
Ø  მუდმივი მონიტორინგი თითოეულ აქტივობაზე;
Ø  მუდმივად მოხდება ფოტო და ვიდეო მასალის ატვირთვა;
Ø  მისალოცი ბარათები;
Ø  საინფორმაციო ფომატის დამზადება
Ø  მოსწავლეთა საპრეზენტაციო მასალა
მონიტორინგი და შეფასება:
პროექტის მიმდინარეობას მუდმივად დააკვირდება სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილეები ,მშობლები.
დამატებითი ინფორმაცია:
 მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს შორის მოხდება პოზიციათა შეჯერება.











 დანართი 1

დაგეგმილი აქტივობები

1.                                                           4.02.2019 პირველი შეხვედრა

Ø  მინი პრეზენტაციარა მნიშვნელობა აქვს სასკოლო ღონისძიების მოწყობას.

Ø  სამუშაო პრინციპების და მოვალეობების გაცნობა

Ø  ფუნქცია/მოვალეობების შერჩევა-გადანაწილება

Ø  მოსწავლეთა დევიზი - " შევისწავლოთ ქართული და უცხოური მუსიკის უცნობი ნიმუშები სტილის მიხედვით, რათა ღრმა შინაარსით დავეუფლოთ ხალხური და პროფესიული მუსიკის შესწავლას’’.

Ø  პროექტის დიზაინის დამუშავება, სადაც დატანილი იქნება პროექტის სათაური.

Ø  მოსაწვევი ბარათების დამზადება,იმისათვის რომ საინფორმაციო ბუკლეტებიდან ნათელი იყოს პროექტის შინააარსი.

Ø  სკოლის Facebook გვერდი, სადაც განთავსდება ინფორმაცია თითოეული აქტივობის განხორციელების შესახებ.

___________________________________________________________________________

2. მოსასმენი და ვიდეო მასალის მოძიება                            6.02.2017-8.02.2019

     მოსწავლეები მოიძიებენ თემატურ მოსასმენ და ვიდეო მასალას, გააკეთებენ სლაიდ შოუს. ამით მოსწავლეები გაიფართოვებენ ცოდნას და დაეხმარებიან ერთმანეთს დამატებითი ცოდნის შეძენაში.



3.                                                                     15.02.2019-20.02.2019

   მოსწავლეები მოიძიებენ და შეაგროვებენ რეკვიზიტებს ღონისძიებისთვის. აღნიშნული აქტივობა ემთხვევა დედის დღისადმი მიძღვნილ წინა პერიოდს-3 მარტს. ეს ის დროა, როცა გაზაფხულის სურნელით და სილამაზით დატყვევებული ქვეყნის ბუნება მომაჯადოებელი სილამაზისაა და ვთვლი რომ არცერთი ქალბატონი არ უნდა დარჩეს დარბაზში ყვავილის გარეშე. ამით მოსწავლეები ისწავლიან ყველაზე მთავარს: პატივი სცენ ქალთა პერსონას; დედებს, მასწავლებლებს, მშობლებს, ერთმანეთს.

_______________________________________________________________________



4. გენერალური რეპეტიციები                               22.02.2019-25.02.2019                                                                         

    გენერალური რეპეტიციები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცებას, აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

  რეპეტიციაზე გამოყენებული იქნება მოსასმენი რეპერტუარი და ვიდეო მასალა.

  აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჩართულობას და გაიზრდება ინტერესი საგნისადმი, გარდა ამისა მოხდება თანამშრომლობითი უნარების გამომუშავება, მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის და აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარ-ჩვევები.

 

_________________________________________________________________________

5.როლური თამაში           26.02.2019-28.02.2019

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ იმიტაციურ თამაშში, განასახიერებენ როლებს ქართული კინოფილმებიდან:,,იავნანამ რა ჰქმნა?!’’ და ,,აკაკის აკვანი’’,მოსწავლეები წერილობით და ნახატით გადმოსცემენ შთაბეჭდილებებს.

 პროცესს დააკვირდებიან სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მშობლები და სტუმრები.

___________________________________________________________________________

6. დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება          1.03.2019                                                                 

     პროექტის დასასრულს ჩატარდება შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც შეჯერდება მთელი პროექტის მანძილზე მიმდინარე აქტივობები და წარმოდგენილი იქნება ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ადასტურებს კლასის მუშაობას.

___________________________________________________________________________

7. სტუმარი-ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მშობლები.                                                     

  ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეაფასებს პროექტს-,,გაზაფხული და დედა’’, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს მოსწავლეებში საგნისადმი სიყვარულს და ინტერესს.      

___________________________________________________________________________

      

                                              







    პროექტის რეფლექსია



ჰარმონიული ურთიერთობები ოჯახსა და სკოლას შორის, ჩვენი ბავშვების თავისუფალი და წარმატებული აღზრდა, ყველა მშობლისა და პედაგოგის სურვილია. ჩვენ  გვსურს, რომ მათ გამოავლინონ და განავითარონ თავიანთი ტალანტი, იყვნენ ბედნიერნი. ხშირად მოსწავლეებს სჭირდება მხარდაჭერა, რომ შეძლონ საკუთარი თავის მოსმენა, ემოციების სწორად გამოხატვა, კონფლიქტის მართვა, ურთიერთობის სწორი მიმართულებით დალაგებამშობლებს შეუძლიათ განაპირობონ საკუთარი შვილების წარმატება მათი ინტერესებით დაინტერესებითა და მათში იმ თვისებების დაფასებით, რომლებსაც საკუთარ თავში აფასებენ.

             აღნიშნული პროექტი ,,გაზაფხული და დედა’’, მშობელთა ხელშეწყობითა და მათი უშუალო მონაწილებით წარიმართა და მისი მთავარი მიზანი მშობლებთან  თანამშრომლობით მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა იყო. მოსწავლეებმა შეასრულეს ერთხმიანი და ორხმიანი სიმღერები ხალხური და პროფესიული მუსიკიდან, გაითამაშეს ეპიზოდები ქართული კინოფილებიდან:,,იავნანამ რა ჰქმნა?!’’ და ,,აკაკის აკვანი’’, ისაუბრეს ნაწარმოებების ავტორების შესახებ, პანტომიმით გადმოსცეს მუსიკის მოსმენით მიღებული შთაბეჭდილებები, შექმნეს წაროდგენისთვის საჭირო მისალოცი ბარათები, მიღებული ემოცია გადმოსცეს ნახატით.ღონისძიების ბოლოს დედებს მიართვეს წინასწარ მომზადებული ყვავილების თაიგული.

                  პროექტის ფარგლებში სკოლასა და მშობელს შორის  დაისადგურა ნდობამ. მშობლებს გაუჩნდათ  რწმენა, რომ მასწავლებელი და სკოლა სანდო და მზრუნველი პარტნიორები არიან.
ბავშვებმა მოზრდილთა გუნდის წევრების ურთიერთთანამშრომლობის შესანიშნავ მაგალითი მიიღეს. მოსწავლეებმა  შეძლეს  მუსიკალური ენის ნასწავლელემენტებ გამოყენებ. იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში. შეძლეს სიმღერმარტო და სხვებთან ერთად.

                    სამომავლოდ მსგავსი სასაწავლო პროექტის დაგეგმვისას  შევეცდები პროექტს მაშტაბური ხასითი მივცე და  უფრო მეტი მოსწავლე და მშობელი ჩავრთო ღონისძიებაში.







No comments:

Post a Comment