სოციალური პროექტი მუსიკაში
პროექტის სახელწოდება : კლასიკური მუსიკა - ,,იქ სადაც უძლურია სიტყვები’’
საფეხური კლასი : IX
პროექტის განხორციელების დრო : 8/04/2019
- 29 /04/2019
პროექტის აქტუალობა :დღესდღეობით მოსწავლეების უმეტესობა პოპმუსიკის
მოსმენით ინტერესდება და ნაკლებ ინტერესს იჩენს კლასიკური მუსიკის
მიმართ, არ იცნობენ კლასიკოს კომპოზიტორებს და მათ ნამუშევრებს. პროექტის
დახმარებით შევძლებ ვანახო მოსწავლეებს თუ რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა
კლასიკური მუსიკა,რაშიც დამეხმარება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.
პროექტის
მიზნები და ამოცანები:მოსწავლეების დაინტერესება კლასიკური მუსიკით, კვლევა-ძიების, ინფორმაციის
მოპოვების,დახარისხების ,ორგანიზებისა და შეფასების უნარის
განვითარება, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარის ჩამოყალიბება.
პროექტის განმავლობაში, მოსწავლეები გაეცნობიან კლასიკოს კომპოზიტორებს, მათ
ბიოგრაფიას, მოსიმენენ ცნობილ კლასიკურ ნაწარმოებებს.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები შეძებენ კლასიკური მუსიკის ნიმუშების
განსხვავებას სხვა ჟანრის მუსიკისგან, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, კრიტიკული
აზროვნების, პრეზენტაციის და გუნდური მუშაობის უნარი.
დაეუფლებიან ინტერვიუს აღების დეტალებს
აქტივობები:
• დირექციასთან შეხვედრა და მათი დაინტერესება
პროექტით
• პროექტის იდეის განხილვა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა,პასუხისმგებელი
და დაინტერესებული პირების გამოკვეთა.
• ჯგუფების შექმნა
• ინტერნეტში მასალის მოძიება და გაცნობა
• სოფელ ცეცხლაურის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა
• ინტერვიუს აღება სხვადასხვა ასაკის ადამიანებისგან თემში და სკოლის საზოგადოებაში
• საინფორმაციო ბუკლეტების
დამზადება
• საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება სკოლის საზოგადოებაში
და თემში
•
პრეზენტაცია
პროექტის მონიტორინგი
#
|
საპროექტო
აქტივობები
|
მოსალოდნელი
შედეგები
|
საჭირო რესურსი
|
პასუხისმგებელი
პირი
|
დრო
|
1
|
პროექტის ფარგლებში
მოეწყო დირექციასთან შეხვედრა მოხდა მათთვის პროექტის იდეის გაცნობა
|
დიექციასთან შეხვედრა
|
საკლასო ოთახი
|
პედაგოგი
რუსუდან ფევაძე
|
8/04
|
2
|
მოხდა პროექტის
იდეის განხილვა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა
|
მოსწავლეებთან
შეხვედრა, დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა.
|
მასწავლებელი
მოსწავლეები საკლასო ოთახი
|
პედაგოგი
|
10/04
|
3
|
შეიქმნა ჯგუფები
|
მოსწავლეების
გადანაწილება ჯგუფებში,პროექტის სამომავლო მსვლელობისთვის სამოქმედო გეგმის
შემუშავება .
|
მასწავლებელი,
მოსწავლეები,საკლასო
ოთახი
|
პედაგოგი
მოსწავლეები
|
11/04
|
4
|
პროექტის მონაწილეები
შეხვდნენ ქსნის სამუსიკო სკოლის მოსწავლებს და მასწავლებლებს
|
გასაუბრება
სამუსიკო სკოლის პედაგოგებთან. კლასიკოსი კომპოზიტორის, კლასიკური მუსიკის შესახებ ,
|
მოსწვლეები,
მასავლებელი ,სამუსიკო სკოლა
|
პედაგოგი,
საინიციატივო ჯგუფი
|
12/04
|
5
|
მოიძიეს
ინფორმაცია რომელიც შემდგომ ერთმანეთს გააცნეს.
I-
მა ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია კლასიკური მუსიკის შესახებ (რა არის კლასიკური მუსიკა)
II-ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია კლასიკოსი კომპოზიტორების შესახებ
III-ჯგუფმა მოიძია
კლასიკური მუსიკის ნიმუშები რომლებიც მოასმენინეს პროექტის მონაწილეებს.
|
ერთმანეთისთვის
მოძიებული ინფორმაციის გაცნობა კედლის
გაზეთის შემნა.
|
მოსწავლეები
მასწავლებელი
|
პედაგოგი
მოსწავლეები
|
15/04
|
6
|
აიღეს ინტერვიუ
სხვადასხვა ასაკის ადამიანებისგან თემში და სკოლის საზოგადოებაში
|
საზოგადოების
აზრის გაგება კლასიკური მუსიკის კომპოზიტორების შესახებ.
|
მოსწავლეები,
წინასწარ მომზადებული კითხვები,ფოტოაპარატი,ვიდეო კამერა,კალამი,რვეული.
|
პედაგოგი
მოსწავლეები
|
16/04
|
7
|
მოსწავლეებმა
შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები
|
საინფორმაციო
ბუკლეტების დამზადება ისტის მასწავლებლის დახმარებით
|
მოსწავლეები,
მასწავლებელი, ისტის კაბინეტი, კომპიუტერი თაბახის ფურცლები
|
პედაგოგი
მოსწავლეები
|
18/04
|
8
|
პროექტის მონაწილეებმა
გაავრცელეს ბუკლეტები თემში და სკოლის საზოგადოებაში
|
კლასიკური
მუსიკის პოპულიზაცია
|
მოსწავლეები,
საინფორმაციო ბუკლეტები.
|
მასწავლებელი
მოსწავლეები
|
19/04
|
მოეწყო პროექტის
პრეზენტაცია
|
პროექტის
შედეგის ანალიზი. მოეწყო პრეზენტაცია თემაზე კლასიკური მუსიკა-,,იქ სადაც
უძლურია სიტყვები“, რომელიც მოსწავლეებმა გააფორმეს კლასიკური მუსიკის ნიმუშებით,
ასევე მოსწავლეებმა თავადაც შეასრულეს რამოდენიმე კლასიკური ნაწარმოები ფორტეპიანოზე.
|
მოსწავლეები,მასწავლებელი,სკოლის
საზოგადოება, მშობლები,კომპიუტერი,პროექტორი, აუდიო მასალა ,სკოლის
დარბაზი,ფორტეპიანო.
|
პედაგოგი
მოსწავლეები
|
29/04
|
პროექტის
ხელმძღვანელი: რუსუდან ფევაძე
რეფლექსია
პროექტი ეხებოდა კლასიკოს კომპოზიტორებს და
მათ შემოქმედებას .პროექტი წარიმართა გეგმის მიხედვით .ყველა აქტივობა მიმართული
იყო მიზნის მისაღწევად,აქტივობების დამატება და მოდიფიცირება არ დამჭირვებია.
მოსწავლეები
აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის განხორციელების პროცესში .იყო პოზიტიური
დამოკიდებულება,როგორც ერთმანეთთან ისე ჩემსა და მოსწავლეებს შორის.
პრეზენტაციის დღეს ერთ -ერთი მოსწავლე,
რომელსაც უნდა შეესრულებინა კლასიკური ნაწარმოებები ,ავადმყოფობის გამო არ
გამოცხადდა.. შემდგომში მსგავს რისკფაქტორებს გავითვალისწინებ.
ამ
პროექტის განხორციელების შემდეგ მოხდა სასკოლო თემის ყველა რგოლს შორის
კეთილგანწყობილი დამოკიდებულებების განმტკიცება და მზაობა შემდგომი
თანამშრომლობისთვის. მივიღეთ დაინტერესებული მშობლები,მოტივირებული მოსწავლეები.მოსწავლეებს
განუვითარდათ თანამშრომლობითი უნარები,გამოუმუშავდათ კლასიკური მუსიკის აღქმის
უნარი,ჩამოუყალიბდებათ პრაქტიკული ჩვევები
No comments:
Post a Comment