Monday, November 18, 2019

ისტ-ის გამოყენება მე-5 კლასში I სემესტრი


მასწავლებლის სახელი, გვარი: რუსუდან ფევაძე

პირადი ნომერი:61010004824

საგანი:მუსიკა
თარიღი; 15. 10. 2019
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ V-კლასი



მოსწავლეთა რაოდენობა :16 /არცერთი მოსწავლე არ საჭიროებს სპეციალურ მიდგომას

გაკვეთილის თემა: ,,მითები ა ლეგენდები’’

გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ მოსმენილი მუსიკალური ფრაგმენტის დახასიათებას და საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემას, ნახატით, ან თხზულების სახით



უნარები:   განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარ- ჩვევები(მოსმენის, აღქმის და გადმოცემის)



დამოკიდებულებები:მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ მუსიკის მოსმენის უნარი, გამოუმუშავდებათ პრაქტიკული ჩვევები რომლებიც მათი შემოქმედებითი უნარის გახსნას და ამოქმედებას ემსახურება.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

გაკვეთილის  გეგმა გამომდინარეობს მუსიკის 5 კლასის საგნობრივი პროგრამიდან, მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის მიზნიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზანი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს.თემა სრულიად შეესაბამება კალენდარულ გეგმას.

შეფასება: განმავითარებელი ,,ჯგუფური მუშაობა’’

            



გაკვეთილის მსვლელობა



#
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით
დრო (წთ.)
1
აქტივობა#1    გაკვეთილის მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა:  საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ,მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიმდინარეობისას რაზე გაამახვილონ ყურადღება რომელი კრიტერიუმებით შეფასდებიან.

ვერბალური
საერთო საკლასო
ფორმატზე დაწერილი  მიზნები და შეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები.
შეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები შესაბამისობაშია ე.ს.გ მისაღწევ შედეგებთან.
3 წთ
აქტივობა#2  წინასწარ (წინარე ცოდნის გააქტიურება)
კლასთან ერთობლივი ინტერაქციით წამოჭრილი საკითხის გარჩევისას
მოსწავლეებს უაქტიურდებათ წინარე ცოდნა:მათი გონება მოიგეზება ისე რომ ახალი ცოდნა თვითონ ააგონ;მასწავლებელი აფასებს მზაობას და ეხმარება არასაკმარისი მზაობის მოსწავლეებს
მასწავლებელი მოსწავლეების პროოცირების მიზნით დაფაზე წერს ტერმინებს-,,მითი"; ,,ლეგენდა" და სთხოვს მოსწავლეებს ამ ტერმინების შესახებ დაფაზე ჩამოწერონ თავიანთი ასოციაციები და შექმნან ასოციაციური რუკა. შემდეგ მასწავლებელი   - სვამს კითხვებს:
1.რომელი მითი გისწავლიათ ან გაგიგიათ?
2. რა იცით მედეას შესახებ?
3.რა იცით არგონავტების შესახებ
კითხვა პასუხი







მთელი კლასი
ასოციაციური რუკა; წინასწარ მომზადებული კითხვები .
ეს რესურსი მოსწავლეებს ეხმარება წინარე ცოდნის გააქტიურებაში.
7 წთ
აქტივობა#3 -განმავლობაში ( ახალი მასალის მიწოდება)
ახალი თეორიული
მასალის გადაცემა
თემაზე - მითი ,,ორფეოსზე და არგონავტებზე“.

მასწავლებელი აჩვენებს მულტიპილიკაციურ ფილმს არგონავტებზე.
ფილმის ჩვენების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება იგივე თემატიკის მუსიკალურ კომპოზიციაზე , ასმენინებს მუსიკალურ ფრაგმენტს  და ავლებს პარალელებს მათ შორის.

მინი ლექცია

ფილმის ჩვენება












კითხვა პასუხი







საერთო საკლასო
სახელმძღვანელო პროექტორი ,ინტერნეტი
აუდიო მასალა
 კლოდ
დებიუსის ,,სირინოზები’’ (ფრაგმენტი სიმფონიური ციკლიდან ნოქტიურნები)

ამ რესურსით მოსწავლეებს უნვითარდებათ სმენის, მუსიკის შეგრძნების უნარ-ჩვევები და

ხელს შეუწყობს მოსწავლეების მოტივაციის შენარჩუნებას.
15 წთ
აქტივობა #4  შემდეგ  (გაწაფვა)
ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ  მასწავლებელი კლას ყოფს ჰომოგენურ ჯგუფებად(ნაკლები მზაობის,საშუალო მზაობის, მაღალი მზაობის)
და ავალებს  ეკრანზე მოცემული დავალებებიდან შესასრულებლად აირჩიონ უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით:
1.თქვენი აზრით როგორ მუსიკლალურ სურათს აღწერს კომპოზიტორი?

2.როგორი ხასიათისაა მოსმენილი მელოდია?

3.რა განცდა დაგეუფლათ ამ მუსიკის მოსმენის შედეგად?

4.მოსმენილი   ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემა ნახატით.
შესრულების შემდეგ კლასის წინაშე წარადგინონ თვიანთი  ნამუშევრები.
წერითი;
ხატვა.
ჯგუფური
პროექტორი,კომპიუტერი,სახატავი რვეული,ფერადი ფანქრები,წინასწარ მომზადებული დავალებები.
ამ რესურსით დაიზოგება დრო,მოსწავლეებს ეძლევათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.უნვითარდებათ შთაბეჭდილებების გადმოცემის უნარები.
10 წთ
აქტივობა #5 შეფასება-განმავითარებელი
,,ჯგუფური მუშაობა
ეს  აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ჯგუფმა გაიგოს გუნდური მუშაობისას შეფასების რომელ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და რომელზე მოუწევთ მეტი მუშაობა.

ვერბალური
ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკა განმავითარებელი ,,ჯგუფური მუშაობა’’
შეფასების რუბრიკა ,,ჯგუფური მუშაობა’’
განსაზღვრავს მოსწავლეთა გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის ხარისხს.
5 წთ
აქტივობა#6 საშინაო დავალება
ამ აქტივობის მიზანია დამოუკიდებელი მუშაობის,  ფანტაზიის, წარმოსახვის უნარ-ჩვევების განვითარება;
ვერბალური
ინდივიდუალური
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს დაწერონ თხზულება- ,,მუსიკის როლი ჩემს ცხოვრებაში"
2 წთ
აქტივობა#7  რეფლექსია -უკუკავშირი
 მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს კითხვარებით:

ა) რა იყო დღეს თქვენთვის ყველაზე საინტერესო ?

ბ) რა ვერ გაიგეთ ?

გ) რისი გაგება გინდათ მომავალში?
წერითი
ინდივიდუალური
ბარათები კითხვებით.
ეს რესურსი ეხმარება მასწავლებელს უკუკავშირის მისაღებად,რასაც გაითვალისწინებს მომავალი გაკვეთილის დაგეგმვისას.
3 წთ

                    

 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მუს.V.9.მოსწავლე უსმენს და აფასებს მუსიკალურ ნაწარმოებს

          გადმოსცემს თვის შთაბეჩდილებას სიტყვიერად.

          ახასიათებს კონკრეტულ მუსიკალურ ფრაგმენტს



დანართი 1.

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა და კრიტერიუმები



კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მოყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
დაიცვეს დროის ლიმიტი







ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა (დაკვირვებისა და კომენტარებისათვის)



ჯგუფები
მოსწავლეები                  (სახელი,გვარი)
კომენტარები ჯგუფის მუშაობის პროცესში
I-ჯგუფი
II- ჯგუფი
III-
IV-


   გაკვეთილის  რეფლექსია


2019 წლის15 ოქტომბერს V კლასში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე ,, მითები და ლეგენდები’’ ისტის გამოყენებით

გაკვეთილის მიზანიმოსწავლეები შეძლებენ მოსმენილი მუსიკალური ფრაგმენტის დახასიათებას და საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემას, ნახატით, ან თხზულების სახით

ჩემს მიერ ჩატარებული  გაკვეთილი წარიმართა გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით.ჩემს მიერ შერჩეული აქტივობები იყო მრავალფეროვანი და საინტერესო,რაც დამეხმარა მიზნის მიღწევაში.ეფექტურად გამოვიყენე საგაკვეთილო რესურსებიც;პროექტორი,კომპიუტერი,ასოციაციური ცხრილი,ანიმაციური ფილმი,სურათები.რამაც უზრუნველყო მოსწავლეების დაინტერესება და მიზნის მიღწევაში.საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მოტივაციის ამაღლების მიზნით და გაკვეთილის მომზადებისთვის ვუჩვენე კლას რიტმული ფიგურაცია და წავუმღერე მოტივი რომელსაც იმეორებდა მთელი კლასი.წინარე ცოდნის გასააქტიურებლად გამოვიყენე გონებრივი იერიში,კითხვა-პასუხის საშუალებით და გამოვიყენე ასოციაციური ცხრილი.რაც დამეხმარა ახალ მასალაზე გადასვლაში.გავაცანი ახალი მასალა,ვაყურებინე  სიმფონიური ზღაპარი ,,მითებს და ლეგენდებს.ამან მოსწავლეებში გამოიწვია ინტერესი და მოტივაციის ამაღლება.რის შედეგადაც მოსწავლეებმა შესძლეს ზღაპრის პერსონაჟების დახატვა .უკუკავშირის მიზნით გაკვეთილი შევაჯამე კითხვა -პასუხის საშუალებით და გასასვლელი ბარათებით,რაც დამეხმარება მომდევნო გაკვეთილის დაგეგმისთვის,მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე.მივეცი საშინაო დავალება თემიდან გამომდინარე,რაც დაეხმარება მოსწავლეებს მიღებული ცოდნის განმტკიცებაში.უკუკავშირს ვაძლევდი თითოეული აქტივობის შემდეგ და საბოლოოდ განმავითარებელი შეფასებით შევაფასე მთელი კლასი.

ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილში მიზანი მიღწეული იქნა,თუმცა დროს გადავაჭარბე ,რის გამოც მოსწავლეების შეფასება მომიხდა დამატებით დროში.შემდეგი გაკვეთილის დაგეგმისას გავითვალისწინებ დროის ლიმიტს და ვაკონტროლებ დროს საგაკვეთილო პროცესში.

ხელმოწერა:    რ.ფევაძე

No comments:

Post a Comment