Thursday, October 17, 2019

სოციალური პროექტი 6 კლაში ,, შეამცირე გარემოს დაბინძურება''



სოციალური პროექტი 

შეამცირე გარემოს დაბინძურება.  

პროექტის  ხელმძღვანელი მუსიკის მასწავლებელი რუსუდან ფევაძე  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2  საჯარო სკოლა

პროექტის მონაწილენი; VI  კლასის მოსწავლეები, ქიმიის  და ბიოლოგიის  მასწავლებლები,  მშობლები.                                                                                                                                                                 პროექტის ხანგრძლივობა:   3 კვირა  

ბიუჯეტი / რესურსები :  ფოტოკამერა,ფლიპჩარტები,  საკომუნიკაციო ხარჯი,კომპიუტერი,   პროექტორი, თაბახის ფურცლები.

პროექტის აქტუალობა

დღეს ,მსოფლიოში მწვავედ დგას გარემოს დაცვის ირგვლივ არსებული პრობლემები -გარემოს დაბინძურება ,ნარჩენების გადამუშავება,გარემოში არსებული რესურსების არასწორი მოხმარება, გლობალური დათბობა და ა.შ. დაბინძურებული გარემო საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯამრთელობას და დედამიწაზე მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმთა დიდ ნაწილს.                                                                                                                                                            დაბალია პასუხისმგებლობის განცდა და სოციალური ცნობიერება,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.შესაბამისად საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება თითოეული ჩვენგანის მიზანს უნდა წარმოადგენდეს.მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება ამ მიმართულებით.

 სოციალური პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეებში ამაღლდება ცნობიერება იზრუნონ გარემოზე,დაიცავენ მას სხვადასხვა ხელოვნური საფრთხეებისაგან.



 მიზნები:



* მოსწავლეებში  ცნობიერების ამაღლება  გარემოს დაცვისა და ნარჩენების გადამუშავების ირგვლივ.

*მოსწავლეებს განუვითარდებათ უნარი მოიძიონ  ინფორმაცია სასურველ თემაზე და შეძლონ დაგროვილი ცოდნის  პრეზენტაცია .

არსებული მდგომარეობა

მოსწავლეებს შეუძლია Google ს გამოყენებით მათთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება . შეუძლიათ მარტივი მუსიკალური რეკლამის შექმნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.



პროექტის ამოცანები

1.ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების მომზადება ,კვლევის შედეგების სტატისტიკის გაცნობა.ინფორმაციის მიწოდება,გარემოს დაბინძურების არსებულ მდგომარეობის ადგილზე შესწავლა ,პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება,სოციალური პრობლემის დანახვა და ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში.

2.მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

მისაღწევი შედეგები:                                                                                                                          საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება მოსწავლეებში,გაიზრდება ცოდნა გარემოში არსებულ საფრთხეებსა და გამომწვწვ მიზეზებზე,სამომავლოდ დაიცავენ, გაუფრთხილდებიან და სხვებსაც მოუწოდებენ გარემოს დაცვისაკენ,შექმნიან მუსიკალურ კომოზიციას -რეკლამას გარემოს დაცვაზე.



 მუს.დაწყ.(II).1.  მოსწავლეს შეუძლია საიმიჯო მუსიკალური კომპოზიციის (რეკლამის მუსიკალური ლოგოტიპის )შექმნა  ; 

                                                                                                                                                                                 მუს.დაწყ.(II).2. მარტივი მუსიკალური გამომსახველობითი ხერხების მეშვეობით რეალური და წარმოსახვითი სამყაროს ასახვა;





ამოცანების განხორციელების საჭირო აქტივობები:

. პროექტის თემისა და მიზნის განსაზღვრა                                                                          .საინიციატივო ჯგუფების შექმნა და მოვალეობების გადანაწილება .                                                    . საჭირო ლიტერატურის ,ვიდეო და ფოტო მასალის მოძიება.                                                  .სამოქმედო გეგმის შედგენა, ფუნქციებისა და დავალებების განაწილება .                               .ლექცია სემინარის დაგეგმვა.                                                                                                              .სასკოლო გარემოს დასუფთავება .                                                                                                       .ფილმის ჩვენება და დისკუსიის გამართვა.                                                                                                    .მუსიკალური ლოგოტიპის შექმნა.                                                                                                                                                                                                                                                  .სურათებისა და ვიდეოკადრების გადაღება, დისკუსია საკვანძო საკითხებზე.                   .პრეზენტაციის გაკეთება

 .youtube.com/watch?v=Csq5_WGQtU                                                                                                                                 .youtube.com/watch?v=SaU6x9cit6X

    *პრეზენტაცია ,პროექტის შეჯამება,შეფასება.

პროექტი  მონიტორინგი                                   მონიტორინგის ინდიკატორები,               თარიღი

პროექტის განხორციელებისათვის                რომლებიც ადასტურებს რომ პროექტი

საჭირო აქტივობები.                                         მიმდინარეობს





 1.საინიციატივო ჯგუფის შექმნა.                     შექმნილია საინიციატივო ჯგუფი               4-6

                                                                                                                                                               2019



2.ქიმია და ბიოლოგიის                                       შეხვედრა შედგა, შეიქმნა თანამშრო

 მასწავლებლებთან   შეხვედრა.                         მლობითი გარემო.                                          17-10



3.მზადება ლექცია სემინარისთვის                    სემინარის დღის წესრიგის განსა

                                                                                   ზღვრა,მასალებისა და რესურსების

                                                                                    მოძიება.                                                           21-10



4. ინტერნეტ მასალის მოძიება                           მოძიებულია ინფორმაცია გარემოს            დამუშავება.                                                             დაბინძურებაზე.                                            24-10

                                                                                    





5 .დისკუსია .                                                               ნაჩვენები იქნა ფილმი,ჩვენების

                                                                                        შემდეგ გაიმართა დისკუსია.                    21-10





6.სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერი          დასუფთავდა და დარგული იქნა მცენარე

ტორიების დასუფთავება და გამწვანება.        ები ეზოში სკოლის                                            31-10



7.პროექტის საბოლოო პრეზენტაცია.                საინიციატივო ჯგუფებმა აჩვენა

                                                                                   სკოლის ადმინისტრაციას და სხვა

                                                                                    დაინტერესებულ პირებს  პროექტი.          4-11

შეფასება

                                             ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა



მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას 3
გამოყენებულია მრავალფეროვანი საიფორმაციო წყარო/საშუალება 3
მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია 4



                                       ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა



                                                                 

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია 1
ჯგუფის წევრები უსმენე ერთმანეთს 2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები) 2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს 2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს 2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს 1





პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა



პასუხობს თემას 1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას) 2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას 2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს 2
ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს 1
იყენებს თვალსაჩინოებას 1
იცავს დროის ლიმიტს 1





პროექტის ბიუჯეტი

პროექტის მთლიანი ღირებულება     35     ლარი.    



დასახელება
რაოდენობა
ერთეულის ღირებულება
სულ
სკოლის  წილი
თაბახის ფურცლები
ერთი შეკვრა
8 ლ.
8ლ
100%
ფლიპჩარტი
ერთი შეკვრა
7ლ
7ლ
100%
მარკერი
4 ცალი
4ლ
4ლ
100%
ხელთათმანი
8ცალი
8ლ
8ლ
100%
ცელოფნები ნარჩენებისთვის
8ცალი
8ლ


კომპიუტერი




პროექტორი





                



 

   პროექტის რეფლექსია



2019 წლის 4 ნოემბერს  VI  კლასში ჩავატარე სოციალური პროექტ თემაზე


შეამცირე გარემოს დაბინძურება“.

               პროექტი დავგეგმე   მოხალისე ჯგუფების საჭიროების გათვალისწინებით,  პროექტის  მიზანი  და აქტივობები მოვარგე კლასის საჭიროებებს. 

            საინიციატივო  ჯგუფები იკვლევდნენ ინფორმაციას გარემოს დაბინძურებაზე,



პროექტის  თემისა და მისაღწევი შედეგებიდან გამომდინარე შევადგინე შეფასების რუბრიკები.


ჩემს  მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტზე მიღწეული იქნა დასახული მიზნები. 

კონკრეტული გაკვეთილის ზანი იყო :

·         ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვისა და  ნარჩენების  გადამუშავების   შესახებ.

·         მოსწავლეებში  მსოფლმხედველობის  ამაღლების ხელშეწყობა

·         კრიტიკული აზროვნების განვითარება   

პრობლემის გააზრება და გადაჭრის უნარის განვითარება

·         პრეზენტაციის  უნარ-ჩვევების განვითარება

       

სრულად გამოვიყენე გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები. მოსწავლეების  მიერ  შეგროვებულმა ინფორმაციამ ცხადყო რამდენად კარგად გაიგეს ჩემს მიერ გაცემული ინსტრუქციები. თემა სამი ნაწილისგან შედგებოდა;ჰაერი ,ნიადაგი  და წყალი.თითო ჯგუფს თემის თითო ნაწილი ქონდათ შესასწავლი.

I ჯგუფი  ჰაერის  დაბინძურების შესახებ  ინფორმაციის მოძიება ,დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობა.

II ჯგუფი   ინფორმაციის მოძიება; გარემოს დანაგვიანებაზე  და  მის დაცვაზე , სავალალო შედეგებზე და პრობლემის თავიდან აცილების ალტერნატივებზე;ნარჩენების გადამუშავებაზე.

III ჯგუფი   წყლის   დაბინძურების  შესახებ ინფორმაციის მოძიება;მდინაარეების და შავი ზღვის დაბინძურების  შესახებ ინფორმაცია, მიზეზები  და პრობლემის გადაჭრის გზები.



  ვთვლი რომ პროექტი  საინტერესო და სახალისო იყო.წარმოდგენილი იყო ვიდეო ფილმები  .youtube.com/watch?v=Csq5_WGQtU                                                                                                                                 .youtube.com/watch?v=SaU6x9cit6X  და

ფოტო- სლაიდები რომლებიც მოსწავლეებმა გადაიღეს და მუსიკალურად გააფორმეს. ამ აქტივობებით მე და ჩემმა მოსწავლეებმა შევძელით მიზნის მიღწევა და შედეგზე გასვლა.სამივე ჯგუფი აქტიურად და ხალისით იყო ჩართული და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საკითხს . საინტერესოდ წარუდგინეს პროექტი სკოლის ადმინისტრაციას და დაინტერესებულ პირებს.

რეფლექსიას თან ერთვის თვითშეფასების რუბრიკა



                                                          თვითშეფასება




კრიტერიუმები /ქულები
1
2
3
1
პროექტისმიზანი გასაგები და  კონკრეტული  იყო
2
აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
3
ვეხმარებოდი საჭიროების შემთხვევაში.
4
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
5
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
6
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და ინტერესით  ჩართვას სამუშაო პროცესში

7
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
8
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
9
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
10
ვაქეზებდი თამამად გამოეთქვათ აზრი.
ü

     

                              










No comments:

Post a Comment