Wednesday, October 2, 2019

საწრეო მუშაობა მუსიკაში მე-8 კლასი I სემესტრი


   სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლაში,2019 სასწავლო წლის მე-1 სემესტრიდან იხსნება მუსიკის წრე, სახელწოდებით ,,ფოლკლორი" მე-8 კლასის მოსწავლეებისათვის. მეცადინეობები ჩატარდება  კვირაში ერთი საათი,18- ოქტომბრიდან 20-დეკემბრის  განმავლობაში. 
     

     წრის ფარგლებში იგეგმება ქართული ფოლკლორის, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედებისა და ხალხური საკრავების გაცნობა.  საწრეო შეხვედრებზე  მოსწავლეები იმუშავებენ, როგორც წყვილებში, ისე ინდივიდუალურად, მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ფოლკლორის შესახებ კუთხეების მიხედვით. თავიანთი გადასახედიდან იმსჯელებენ ქართული ფოლკლორის ღირებულებებზე და მნიშვნელობაზე.
                                     
                                        წრის ხელმძღვანელი: სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის         სოფელ ცეცხლაურის  N2 საჯარო სკოლის 
  მუსიკის პედაგოგი-- რუსუდან ფევაძე            




„ქართველი სიმღერით იბადება და
 სიმღერითვე აბარებენ მას მიწას“
                             (დიმიტრი არაყიშვილი)
საწრეო მუშაობის პროგრამა
საწრეო მუშაობის პროფილი
მუსიკა
საფეხური
საბაზო
კლასი
მე-8
მოსწავლეთა რაოდენობა
4
წრის დასახელება
,,ფოლკლორი“
წრის დახასიათება
წრის ფარგლებში იგეგმება ქართული ფოლკლორის, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედებისა და ხალხური საკრავების გაცნობა.  საწრეო შეხვედრებზე  მოსწავლეები იმუშავებენ, როგორც წყვილებში, ისე ინდივიდუალურად, მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ფოლკლორის შესახებ კუთხეების მიხედვით. თავიანთი გადასახედიდან იმსჯელებენ ქართული ფოლკლორის ღირებულებებზე და მნიშვნელობაზე.
საწრეო მუშაობის მიზანი
  •           მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება.
  •            მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება
  •           საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ენის ელემენტების განსხვავება.  ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა






სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის მუსიკის წრის სამოქმედო გეგმა
N
თემების ჩამონათვალი
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა
მიზანი
რესურსი
შეხვედრის თარიღი
1
ქართული ხალხური მუსიკის ისტორია
1
მოსწავლეები გაეცნონ ქართული ხალხური მუსიკის ისტორიას
ინტერნეტი, კომპიუტერი
18.10.2019წ
2
ქართული ხალხური სიმღერები
1
მოსწავლეები გაეცნონ ქართული ხალხური სიმღერების შექმნის ისტორიას
კომპიუტერი, ინტერნეტი
ქართული ხალხური სიმღერები
25.10.2019წ
3
ქართული ხალხური ცეკვა
1
მოსწავლეები გაეცნონ ქართული ხალხური ცეკვების შექმნის ისტორიას
კომპიუტერი, ინტერნეტი, მარკერები, ფლირჩარტი
ქართული ხალხური ცეკვები
1.11.2019წ.
4
ქართული ხალხური საკრავები
1
მოსწავლეები გაეცნონ ქართულ ხალხურ საკრავებს.
კომპიუტერი, ინტერნეტი, მარკერები, ფლირჩარტი
8.11.2019წ.
5
ქართული ფოლკლორის ნიმუშები
1
მოსწავლეები გაეცნონ ქართული ფოლკლორის ნიმუშებს
კომპიუტერი, ინტერნეტი,
ქართული ხალხური სიმღერები
15.11.2019წ.
6
ქართული ხალხური შრომის სიმღერები
1
მოსწავლეები გაეცნონ ქართული ხალხური შრომის სიმღერებს
კომპიუტერი, ინტერნეტი,
ქართული ხალხური შრომის სიმღერები
22.11.2019წ
7
სვანური ფოლკლორი
1
მოსწავლეები გაეცნონ სვანურ ფოლკლორს
კომპიუტერი, ინტერნეტი,
სვანური სიმღერები 
29.11.2019წ.
8
ქართლ-კახური ფოლკლორი
1
მოსწავლეები გაეცნონ ქართლ-კახურ ფოლკლორს
კომპიუტერი, ინტერნეტი,
ქართლ-კახური სიმღერები.
6.12.2019წ.
9
თუშეთის, ხევის და ხევსურეთის ფოლკლორი
1
მოსწავლეები გაეცნონ თუშეთის, ხევის და ხევსურეთის ფოლკლორს
კომპიუტერი, ინტერნეტი,
თუშეთის, ხევის და ხევსურეთის
სიმღერები.
13.12.2019წ
10
ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლები
1
მოსწავლეები გაეცნონ ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლებს
კომპიუტერი, ინტერნეტი,
მარკერები, ფლირჩარტი
20.12.2019წ.

                                                        პირველი შეხვედრა

2019 წლის 18 ოქტომბერს ცეცხლაურის #2 საჯარო სკოლაში მე-8 კლასში ჩატარდა მუსიკის წრის პირველი შეხვედრა "ქართული ხალხური მუსიკის ისტორია". მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ართული ხალხური მუსიკის ისტორიის შესახებ და მოუსმინეს სხვადასხვა ჟანრის ქართულ ხალხურ სიმღერებს.




                                               მეორე შეხვედრა
2019 წლის 25 ოქტომბერს ცეცხლაურის #2 საჯარო სკოლაში ჩატარდა მუსიკის წრის მეორე შეხვედრა  ,, ქართული ხალხური სიმღერები,, რომლის მიზანი იყო  მოსწავლეები გასცნობოდნენ ქართული ხალხური სიმრერების შექმნის ისტორიებს, მოუსმინეს მათ მუსიკალურ ჩანაწერებს და იმსჯელეს მათი მნიშვნელობის შესახებ.



მესამე შეხვედრა
2019 წლის 1 ნოემბერს ცეცხლაურის # 2 საჯარო სკოლის 8 კლაში ჩატარდა მუსიკის წრის მესამე შეხვედრა ,, ქართული ხალხური ცეკვები,, რომლის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ქართული ხალხური ცეკვების ისტორიებს,მოსწავლეებმა გაეცნენ ხალხური ცეკვების შექმნის ისტორიას და იმსჯელეს მათი მნიშვნელობის შესახებ.







                                                   მეოთხე შეხვედრა

                   
2019 წლის 8 ნოემბერს, ცეცხლაურის N 2საჯარო სკოლის მე-8 კლასში ჩატარდა მუსიკის წრის მეოთხე შეხვედრა,   ,,ქართული ხალხური საკრავები’’ რომლის მიზანი იყო მოსწავლეები გასცნობოდნენ   ქართულ ხალხურ საკრავებს და მოესმინათ ამ საკრავების ჟღერადობა,








             მეხუთე   შეხვედრა

2019 წლის 15 ნოემბერს ცეცხლაურის N  2   საჯარო სკოლის მე-8 კლასში ჩატარდა მუსიკის წრის მეხუთე შეხვედრა .    ,,ქართული ფოლკლორის ნიმუშები’’ რომლის მიზანი იყო მოსწავლეები გასცნობოდნენ ქართული ხალხური ფოლკლორის ნიმუშებს.   




                     




                                            მეექვსე შეხვედრა

2019 წლის 22 ნოემბერს ცეცხლაურის       N  2 საჯარო სკოლის მე-8 კლასში ჩატარდა მუსიკის წრის მეექვსე შეხვედრა, ,,ქართული   ხალხური შრომის სიმღერები’’ რომლის მიზანი იყო მოსწავლეები გასცნობოდნენ  ქართულ ხალხურ შრომის სიმღერებს.






                                  მეშვიდე    შეხვედრა 
    2019 წლის  29   ნოემბერს ცეცხლაურის N 2  საჯარო სკოლის მე- 8 კლასში ჩატარდა მუსიკის წრის მეშვიდე შეხვედრა,   ,,,სვანური ფოლკლორი ‘’     რომლის მიზანი იყო   მოსწავლეები გასცნობოდნენ  სვანურ ფოლკლორს. მოსწავლეებმა შეისწავლეს სვანური ხალხური სიმღერა,    ,,შინა ვორგილ’’-ი
   


                                              მერვე       შეხვედრა
2019 წლის 6 დეკემბერს, ცეცხლაურის   N 2 საჯარო სკოლის  მე-8 კლასში ჩატარდა მუსიკის წრის მერვე შეხვედრა, ქართული ხალხური ფოლკლორი, რომლის მიზანი იყო  მოსწავლეები გასცნობოდნენ  ქართულ ხალხურ ფოლკლორს.   მოსწავლეებმა მოუსმინეს ქართულ ხალხურ სიმღერებს და იმსჯელეს მათ მნიშვნელობაზე.









                                             მეცხრე შეხვედრა
      2019 წლის 13 დეკემბერს    ცეცხლაურის    N 2 საჯარო სკოლის მე- 8 კლასში ჩატარდა მუსიკის წრის მეცხრე შეხვედრა,  თუშეთის ხევისა და ხევსურეთის ფოლკლორი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეები გასცნობოდნენ  თუშეთის ხევისა და ხევსურეთის ფოლკლორს,  მოსწავლეებმა მოუსმინეს  თუშეთის ხევისა და  ხევსურეთის  სიმღერებს და იმსჯელეს მათ მნიშვნელობაზე.





                                                               მეათე შეხვედრა
2019 წლის 20 დეკემბერს ცეცხლაურის #2 საჯარო სკოლაში მე-8 კლასში ჩატარდა მუსიკის წრის მე-10 შეხვედრა ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლები,რომლის მიზანი იყო მოსწავლეები გასცნობოდნენ ქართულ ხალხურ სიმღერის შემსრულებლებს, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლების შესახებ და გააცნეს მოძიებული ინფორმაცია ერთმანეთას. მოსწავლეებმა აგრეთვე შეისწავლეს ქართული ხალხური სიმღერა "მზე შინა და მზე გარეთა"















                                              




  


                                       მუსიკის წრის რეფლექსია

       მუსიკის წრის მიზანი იყო მოსწავლეებს შეესწავლათ და გაეაზრებინათ  მუსიკის ისტორიის მნიშვნელობა, თუ რა ძალა შესწევთ მუსიკას.  გაეგოთ მეტი ინფორმაცია მუსიკის სამყაროს შესახებ. ღრმად გასცნობოდნენ     მოესმინათ  და გაეანალიზებინათ  მუსიკალური ნაწარმოებები,   ხალხური სიმღერებს  ხალხური საკრავებს,  ხალხურ ცეკვებს  ,ფოლკლორის ნიმუშებს .მეტი ინტერესი და სიყვარული გასჩენოდათ მუსიკის შესახებ.

      ჩემი მიზანი იყო მუსიკის წრის თითოეული შეხვედრა ყოფილიყო საინტერესო და მრავალფეროვანი. მოსწავლეებს  დამატებით მიეღოთ ინფორმაცია იმ საკითხებზე რაც მათვის მნიშვნელოვანი იყო.

  მუსიკის წრეს ძირითადად  ესწრებოდნენ  მე-8 კლასის მოსწავლეები. მასალის უკეთ შესასწავლად ვიყენებდი სხვადასხვა სახის რესურს, რათა მოსწავლეებისათვის დაინტერესება გამომეწვია. მოსწავლეები წრის მუშაობის განმავლობაში იყვნენ მოტივირებული, აღინიშნებოდა მათი დაინტერესება არსებულ საკითხების მიმართ.

    საწრეო მუშაობა  მიმდინარეობა განრიგის მიხედვით. კვირაში ერთხელ. ყოველ პარასკევს მუშაობის პროცესი იყო საინტერესო და მრავალფეროვანი, თუმცა ამ პროცესმა მაჩვენა რომ მსგავს მუშაობას უფრო მეტი დრო სჭირდება რაც შემდეგში გავითვალისწინებ.

   ჩემი აზრით დასახული მიზანი მიღწეულია, ხოლო მოსწავლეთა ინტერესთა საჭიროებები დაკმაყოფილებულია. გეგმის გათვალისწინებული საკითხები  ყველა განხილულია, რაც მოსწავლეებს  დაეხმარა  ცოდნის  გაღრმავებაში. დაგეგმილი აქტივობები წრის ყველა წევრისათვის იყო მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი.

  





No comments:

Post a Comment