Friday, November 8, 2019

სოციალური პროექტი: „ ადამიანი და ჯანსაღი ცხოვრების წესი “


პროექტის სახელწოდება :  ადამიანი და ჯანსაღი ცხოვრების წესი “

პროექტის ხელმძღვანელი : რუსუდან ფევაძე

პროექტის მონაწილენი:  V კლასის მოსწავლეები, ქართული ენის, ისტის, ბიოლოგიის მასწავლებლები.

პროექტის ხანგრძლივობა : ოთხი კვირა

მატერიალური რესურსები:  კალამი, ფურცლები, ქსელში ჩართული კომპიუტერი, ფლიფჩარტები, თვალსაჩინოება ადამიანის ორგანოები

პროექტის აქტუალობა: თემა ეხება მოზარდებში  ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, მასში მონაწილე მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას კვების პრობლემების, აქტიური ცხოვრების, მავნე ჩვევებისა და ურთიერთ­ თანამშრომლობის შესახებ. იმსჯელებენ თითოეულ მათგანის მნიშვნელობაზე. განსაზღვრავენ პრობლემას და დასახავენ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს.


პროექტის სასწავლო მიზნები: მოსწავლეები ისაუბრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, აღწერენ ადამიანის ჯანმრთელობაზე კვების გავლენას, დაარწმუნებენ თანატოლებს რომ, სპორტი ჯანმრთელობაა, დაასაბუთებენ პრობლემებს მავნე ჩვევებთან დაკავშირებით, გამოიმუშავებენ ჯანსაღი ცხოვრების უნარ-ჩვევებს, გამოუმუშავდებათ პრობლების აღმოჩენის გადაწყვეტილების მიღებისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევებს.

წინარე ცოდნა: ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტებს. სხვა საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე ზომის თხზულებას. აღწერს საკუთარი ცხოვრებიდან კონკრეტულ ფაქტს და მოვლენას. ფლობს ციფრულ ტექნოლოგიებს.

საჭირო ამოცანები: პროექტის იდეის გაცნობა, ექიმთან და სუპერმარკეტებში კონსულტანტებთან კონსულტაცია.  პროექტის ჩამოყალიბება, საჭირო ინფორმაციიების შეკრება და პროექტის წარდგენა შემდეგ კითხვებზე.





სასწავლო პროცედურები:  კლასი იყოფა 3 ჯგუფად:

როგორ შევინარჩუნოთ ჯანრთელობა? -1 ჯგუფი

რა ითვლება ჯანსაღ საკვებად?-2 ჯგუფი

რას მიიჩნევთ მავნე ჩვევად? 3-ჯგუფი

სამიზნე ჯგუფი: V კლასის მოსწავლეები.

პროექტის განსახორციელებელი აქტივობები
პასუხისმგებელი პირები
ვადები
1-     პროექტის იდეის გაცნობა, მშობლებსა და მოსწავლეებზე თანამშრომლობის შეთავაზება
მასწავლებლები
მოსწავლეები
მშობლები
2.10.2019
2-     ჯგუფის შექმნა სამოქმედო გეგმის შემუშავება, ფუნქციების განაწილება
მასწავლებელი
მოსწავლეები
 4.10.2019
3-     სიუჟეტის ჩვენება, შეხვედრა სურსათის მოსამსახურე პერსონალთან.
მოსწავლეები
კონსულტანტი
9.10.2019
4-     ექიმის მოწვევა საუბარი თემაზე ჯანსაღი ცხოვრების გავლენა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე
მასწავლებელი
ექიმი
მოსწავლეები
11.10.2019
5-     ინტერნეტ მასალის გამოყენებით საჭირო ინფორმაციის შეგროვება
მოსწავლეები
მასწავლებელი
16.10.2019
6-     ტექსტის წაკითხვა გააზრება, უცხო ტერმინების გამარტება
მასწავლებელი
მოსწავლეები
 18.10.2019
7-     პროექტის მთავარ  მნიშვნელოვან და მეორე ხარისხოვან საკითხებზე ბროშურების დამზადება, საკლასო დისკუსია
მოსწავლეები
მოსწავლეები
მშობლები
 23.10.2019
8-     ბიოლოგიის მასწავლებელთან დამატებითი კითხვების განხილვა
მასწავლებელი
მოსწავლეები
25.10.2019
9-     მზადება პროექტის ყველა მასალის წარსადგენად, ჯგუფები შეგროვილ მასალებს ახარისხებენ, მასწავლებელი აკვირდება მსვლელობას და ჯერდებიან საბოლოო ვარიანტს.
მასწავლებელი







მოსწავლეები
30.10.2019
10- პროექტის პრეზენტაცია
მოსწავლეები
მასწავლებელი
მშობლები
1.11.2019



 პროექტის მონიტორინგი             ვის  მიერ?             როდის?       რა კრიტერიუმით?

პირველი შუალედური                    მოსწავლის           18.10.2019            მოსწავლეზე

მონიტორინგი                               მასწავლებლის                                    დაკვირვებით



მეორე შუალედური                      მოსწავლე              25.10.2019            მოსწავლეზე

 მონიტორინგი                             მასწავლებელი                                დაკვირვების ცხრილ.



საბოლოო შეფასება                 მასწავლებელი           1.11.2019      მოსწავლეების        

                                                     მოსწავლეები                                   თვითშეფასების

                                                                                                                 კითხვარი.

                                                                                                                 მასწავლებლების კითხვარ.

                                       მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილი

კრიტერიუმები                                         მცირედ        საშუალოდ          მთლიანად

1.      მოსწავლეს წვლილი

შეაქვს პროექტის

აქტივობებში.

2.    მოსწავლეები

არ აცდენენ შეხვედრებს,

 ცდილობენ იყვნენ

 მეგობრულები.

3.    უსმენენ ერთმანეთს







მოსწავლეთა შეფასების ცხრილი

1.    ხალისით ვმუშაობდი პროექტის აქტივობებზე                  დიახ     არა

2.    ვთანამშრომლობდი ჯგუფის წევრებთან 

3.    გულახდილი ვიყავი კითხვებზე პასუხისას

4.    სიამოვნებით ვიმუშავებ მსგავს პროექტებზე



მასწავლებლის შეფასების კითხვარი

1.    პროექტის დაგეგმისას გავითვალისწინე                                 დიახ        არა

 მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები.

2.    მოვახერხე პროექტში ყველა ადამიანური

რესურსების ჩართვა.

3.    მივაღწიე დასახულ მიზანს.

4.    პროექტი შევასრულე გაწერილ დროში.





                           

პროექტის რეფლექსია

2019 წლის 1 ნოემბერს  ჩავატარე სოციალური პროექტი თემაზე „ჯანსაღი და არა ჯანსაღი კვება”.პროექტში მონაწილეობას იღებდნენ  მე-5კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის და სპორტის მასწავლებლები ,მშობლები და ბათუმის შპს“ძმობის“  მოსამსახურე პერსონალი.

პროექტის მიზანი იყო

*მოსწავლეებში ინფორმაციის დამუშავების უნარის განვითარება.

*თანამშრომლობის უნარის ჩამოყალიბება.

*მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება დღევანდელ საზოგადოებისთვის ერთერთ პრობლემურ საკითხზე არაჯანსაღ საკვების უარყოფით შედეგებზე და მათი თავიდან აცილების ან შემცირების გზებზე.

პროექტზე მუშაობდა ორი საინიციატივო ჯგუფი.პროექტის პირველ ნაწილში მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო სადაც საკვების ხარისხზე იყო საუბარი,https://www.youtube.com/watch?v=08498lyH6Qs

სამუშაო გაწერილი იყო 4  კვირაზე ,მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები , მოიძიეს ამომწურავი ინფორმაცია  მათთვის საჭირო თემაზე,მათ ინტერვიუ აიღეს ქობულეთში მდებარე ბაზრის ვაჭრებისგან,ინტერვიუს მიზანი  იყო ადგილობრივ მარკეტებში განთავსებული პროდუქციის ხარისხის დადგენა.მუშაობის დასასრულისთვის მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს მზადავალებები.




ვფიქრობ პროექტზე დასახულ მიზანს მივაღწიე,  მოსწავლეები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ პრობლემურ  საკითხს ,მათ დაადგინეს რომ სხვებსაც უნდა მოუწოდონ თავი შეიკაონ არაჯანსაღი პროდუქტების მიღებისაგან და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.





                                      

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა



                                                                 

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია 1
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს 2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები) 2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს 2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს 2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს 1




პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა



პასუხობს თემა 1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას) 2
საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას 2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს 2
ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს 1
იყენებს თვალსაჩინოებას 1
იცავს დროის ლიმიტს 1





                                  ჯანსაღი საკვები





                                         არაჯანსაღი საკვები




 
                                       









No comments:

Post a Comment