Tuesday, November 12, 2019

საკლუბო მუშაობა მუსიკაში "მხიარული ჰანგები"


საკლუბო მუშაობა მუსიკაში-გეგმა

მხიარული ჰანგები
ქობულეთის  მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა კლუბი  '' მხიარული ჰანგები“' , რომლის მიზანია  უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში .კლუბური მუშაობა მოსწავლისათვის არის ინტერაქტიული გარემო, სადაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა სხვადასხვა დავალებებისა და აქტივობის შესრულების დროს ეფექტურად გადალახოს არსებული ბარიერები და  სიძნელეები.
კლუბმა განსაზღვრა მუშაობის წესები, მიზნები და ამოცანები.
1. კლუბის ზოგადი დებულება
Ø  კლუბი დაარსდა  სკოლის ბაზაზე. კლუბში თავმოყრილია საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები. კლუბში მუშაობა დაიწყება სექტემბრის შუა რიცხვიდან.
Ø  კლუბში მუშაობა წარიმართება '' ზოგადი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის გათვალისწინებით.
Ø  კლუბს აქვს წესდება,  გვერდი სოციალურ ქსელში და ბლოგი.
Ø  კლუბის მისამართი: სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტი  სოფ. ცეცხლაური
Ø  ელ.ფოსტა: rusudanfevadze@gmail.com
Ø  ტელ: 577718677  (კლუბის კურატორ-მასწავლებელი)

კლუბის წესდება:
1.     კლუბს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი
2.     კლუბში გაწევრიანების უფლება აქვთ სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებსაგრეთვე მასწავლებლებს და მშობლებს.
3.     სამოქალაქო კლუბის ყოველი წევრი უნდა ესწრებოდეს შეკრებებს.
4.     კლუბის ყველა წევრს აქვს უფლება გარკვეული გარემოებების გამო გააცდინოს კლუბის შეკრებამაგრამ არა სისტემატურად.
5.     კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვააქტივობაში
6.     კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის წესდება
7.     კლუბის წევრს წევრობის უფლება ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში თუ ის:
Ø არ დაიცავს კლუბის წესდებას
Ø არ შეასრულებს ან თავს აარიდებს დაკისრებულ ვალდებულებას.

Ø არ მიიღებს მონაწილეობას კლუბში განხორციელებულ აქტივობებში



2. კლუბის მიზნები და ამოცანები

Ø  მუსიკის პოპულარიზაცია.
Ø  შემოქმედებითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა და მათი განვითარება.
Ø  სააზროვნო უნარების განვითარება.
Ø  მოსწავლეებში თანამშრომლობის, გუნდურობის განვითარება.
Ø  მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და შემდეგ მათი განვითარება.


3. კლუბში გაწევრიანება
Ø  კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
Ø  სამიზნე ჯგუფი V-VIკლასი.
Ø  მოსწავლეთა რაოდენობა: მინიმუმ 9 მოსწავლე.
Ø  კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და შეავსოს კლუბში გასაწევრიანებელი ანკეტა.
Ø  კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის კურატორი პედაგოგისა და კათედრის პედაგოგის მიერ.
Ø  კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.
Ø  კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს კლუბის ყველა საქმიანობაში.
Ø  კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხადების საფუძველზე ან როდესაც ის დაარღვევს კლუბის წესდებით გათვალისწინებულ რომელიმე პუნქტს.








4. კლუბის მუშაობის სტრუქტურა
Ø  კლუბი შედგება არა უმცირეს 9 მოსწავლისაგან.
Ø  საკლუბო მუშაობას უძღვება კურატორი მასწავლებელი.
Ø  კლუბის წევრი მოსწავლეებისგან შეირჩევა ლიდერი მოსწავლე. (შემთხვევითი შერჩევის გზით)
Ø  ლიდერი მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს კურატორ მასწავლებელთან და სიახლეებს აცნობს კლუბის წევრებს.
Ø  კლუბის ლიდერი აირჩევა ორი თვის ვადით.
Ø  კურატორ-მასწავლებელი ხელმძღვანელობს კლუბს ორი თვის  განმავლობაში.
Ø  კლუბის შეხვედრები ჩატარდება ყოველი თვის კლუბის მონაწილე წევრების და კურატორ-მასწავლებლის  მიერ  დათქმულ რიცხვში.
Ø  კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა  განსაზღვრულია თვეში ოთხჯერ, გაკვეთილების შემდეგ ერთი საათით.

5. კლუბის მუშაობის სწავლების მეთოდიკა
Ø  ინდივიდუალური
Ø  ჯგუფური
Ø  პრეზენტაცია
Ø  დისკუსია

6. კურატორ-მასწავლებლის ფუნქცია/მოვალეობა.
Ø  საკლუბო მუშაობის დაწყებამდე სკოლის ვებ-გვერდზე/ სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/ პირად ბლოგზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:
Ø  კლუბის სახელწოდება.
Ø  კლუბის წესდება.
Ø  კლუბის სამუშაო გეგმა.
Ø  განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის .

7. საკლუბო მუშაობის პერიოდი
Ø  კლუბის მუშაობა განხორციელდება ნახევარი სემესტრის განმავლობაში  2019 სასწავლო წელში.
Ø  კურატორ-მასწავლებლისა და მონაწილე კლუბის წევრთა შეთანხმებით შეთანხმდნენ ყოველი თვის საკლუბო შეხვედრის თარიღზე, ორი თვის  განმავლობაში.
Ø  საკლუბო მუშაობის პერიოდში ეტაპობრივად აიტვირთოს შეხვედრისა და აქტივობის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა სკოლის ვებ-გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან კურატორ-მასწავლებლის პირად ბლოგზე.






კლუბის სამუშაო გეგმა მუსიკაში

კურატორი მასწავლებელი:
მოსწავლეთა რაოდენობა:

რუსუდან ფევაძე V-VI

9 მოსწავლე

კლუბის შეხვედრის განრიგი

შეხვედრის დრო

შეხვედრის საათი

ხანგრძლივობა
1
პირველი შეხვედრა
2019 წ.20
სექტემბერი
15სთ.
60 წთ.
2
მეორე შეხვედრა
2019 წ. 27
სექტემბერი
15სთ.
60 წთ.
3
მესამე შეხვედრა
2019 წ. 4
ოქტომბერი
15სთ.
60 წთ.
4
მეოთხე შეხვედრა
2019 წ.11
ოქტომბერი
15სთ.
60 წთ.
5
მეხუთე შეხვედრა
2019 წ.18 ოქტომბერი
15სთ.
60 წთ.
6
მეექვსე შეხვედრა
2019 წ.25
ოქტომბერი
15სთ.
60 წთ.
7
მეშვიდე შეხვედრა
2019 წ.1 ნოემბერი
15სთ.
60 წთ.
8
მერვე შეხვედრა
2019 წ. 8
ნოემბერი
15სთ.
60 წთ.
9
მეცხრე შეხვედრა
2019 წ. 15
ნოემბერი
15სთ.
60 წთ.









კლუბის სამუშაო გეგმა
შეხვედრის თარიღი
განსახორციელებელი ღონისძიება
შეხვედრის ადგილი
მიზანი
შენიშვნა
1
2019 წ.20 სექტემბერი
1.       ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
2.       კლუბის წევრების მიღება განაცხადის საფუძველზე.
3.       კლუბისთვის სახელწოდების, სლოგანისა და ლოგოს შერჩევა.
4.       კლუბის წესდებისა და სამუშაო გეგმის გაცნობა დამტკიცება.
5.       ლიდერი მოსწავლის არჩევა.
სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლა
2
2019 .წ 27 სექტემბერი
მუსიკა-ვოკალური და ინსტრუმენტული;
სიმღერა, რომანსი
სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლა
მოსწავლეები მუსიკის მოსმენის პროცესში განავითარებენ ლექსიკურ მარაგს, ნასწავლ ტერმინების გამოიყენებენ ცხოვრებაში.
3
2019წ. 4 ოქტომბერი
საახალწლო სიმღერების მზადება
სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლა
მოსწავლეებმა იციან საახალწლო სიმღერების ტექსტები
4
2019 წ. 11 ოქტომბერი
გაცნობა ქართულ -ხალხურ მუსიკალურ საკრავებზე
სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლა
მოსწავლეები ამოიცნობენ მუსიკალურ საკრავებს ჟღერადობის მიხედვით
5
2019 წ. 18
ოქტომბერი
მუსიკალურ თეატრში ანუ სცენარზე მუშაობა
სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლა
მოსწავლეება იციან მუსიკალური ჟანრის შესახებ, ფრანგმენტების ნახვა და მოსმენა.
6
2019 წ.25 ოქტომბერი
დიდ მუსიკოსთა პორტრეტები და (ბიოგრაფია და შემოქმედება)
სოფელ ცეცხლაურის  N2 საჯარო სკოლა
მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას დიდი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების შესახებ.
7
2019 წ. 1 ნოემბერი
საგაზაფხულო ღონისძიების სცენარზე მუშაობა
სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლა
მოსწავლეებ შეძლებენ დამოუკიდებლად იმღერონ სიმღერები გაზაფხულზე, დაუკრან ფორტეპიანოზე.
8
2019 წ.8 ნოემბერი
ცეკვის ნახაზის შესწავლა და შესრულება
სოფელ ცეცხლაურისN2 საჯარო სკოლა
მოსწავლეები შეძლებენ იცეკვონ დამოუკიდებლად სამეჯლისო ცეკვები.
9
2019 წ. 15 ნოემბერი
მუსიკალური კლუბის დახურული კონცერტი
სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლა
მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად სიმღერას, დაკვრას ფორტეპიანოზე და ცეკვას.



                            რეფლექსია
სასწავლო წლის განმავლობაში  ბლოგზე ეტაპობრივად იტვირთებოდა საკლუბო აქტივობების ამსახველი მასალები. მუსიკალურ-ვოკალურ ინსტრუმენტების სიმღერები გაცნობა ქართულ ხალხურ მუსიკალურ საკრავებზე, მუშაობა ღონისძიებების სცენარებზე, ცეკვების ნახაზების შესწავლა, ნოტების ჩაწერა .
კლუბის მუშაობის პერიოდში არსებობდა ხარვეზები,რომელსაც შეიძლებოდა ზეგავლენა მოეხდინა კლუბის მუშაობაზე,თავიდან წევრთა ნაწილი აქტიური მსმენელი იყო მეორე კი პასიური,მოტივაცია თუ არ გაიზრდებოდა კლუბი ნელ ნელა დაიშლებოდა, საჭირო იყო დამატებითი შეხვედრები,პასიურ მსმენელებთან მუსიკის გამდიდრების მიზნით,მუსიკის შესწავლა დაჩაწერა. მუსიკის კლუბის წევრთა რიცხვი გაიზარდნენ გააქტიურდნენ პასიური მსმენელებიც,
    ვთლი რომ არასაკმარისად ვიმუშავე, მუშაობის გასაუმჯობესებლად ვცდილობ მომავალი წლიდან მოვიძიოთ ინტერნეტ სივრცის მეშვეობით ყველა შესაძლო  გზა, ამ ხარვეზის გამოსასწორებლად.ინფორმაცია კლუბის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირისთვის  დროულად იყოს ხელმისაწვდომი  მოსწავლეებს ვეხმარებოდე იდეების რეალიზებაში კლუბის წევრებთან ერთად ვგეგმავდე აქტივობებს.



No comments:

Post a Comment