Monday, November 18, 2019

ისტ-ის გამოყენება მე-9 კლასში I სემესტრი


გაკვეთილის გეგმა


 

მასწავლებლის სახელი გვარი: რუსუდან ფევაძე

საგანი: მუსიკა
თარიღი; 22.10 2019
სწავლების საფეხური/კლასი:   IX  კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა:   12 მოსწავლე.     1   სსსმ-- მოსწავლე

გაკვეთილის თემა:   „ მივალ გურიაში მარა...“

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას გურიის ადგილმდებარეობის, ტრადიციების, კულტურული ძეგლების და მუსიკის შესახებ. მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, პრეზენტაციის, მუსიკის მოსმენის - ანალიზის და სიმღერის უნარ-ჩვევები.



1-   მიზანი/მიზნები   და   შედეგი ( ინდიკატორები) მთელი კლასისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

      მოსწავლემ უნდა შეძლოს

მუს.  IX  . 6.   მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.

·           საუბრობს მუსიკალური ნაწარმოებით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე.

·           ამოიცნობს მუსიკალურ ნაწარმოებს მოსმენისას.

მუს. IX  . 8.  მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი მხარეების დახასიათება.

·         მსჯელობს ხალხური სიმღერის მახასიათებლებზე (დიალექტი, ჟანრი, თემატიკა, შემსრულებლებთა შემადგენლობა)







2-        მიზანი/ მიზნები   და  შედეგი ( ინდიკატორები)  სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით

        მოსწავლემ უნდა შეძლოს

მუს.    IX. 6.   მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.

·            შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა .

მუს.   IX . 8.  მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი მხარეების დახასიათება.

·         ამოიცნობს  სიმღერის  შემსრულებლებთა  შემადგენლობას.











N
აქტივობის  მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

     აქტივობის მიზანი
 მოსწავლეებსი ხელი შეეწყოს ორგანიზებულობის უნარს, ქცევის თვითმართვას, კეთილგანწყობილი და უსაფრთხო გარემოს შექმნა. ა
       აქტივობის აწერა:
 მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზნებს და შეფასების კრიტერიუმებს.აქვე შევახსენებ ქცევის წესებს.
        აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებში ინტერესის სტიმულირება, მამოტივირებელი გარემოს შექმნა და მოსწავლეების მხრიდან სავარაუდო პასუხების ინიცირება.
    აქტივობის აღწერა;
 მასწავლებელი სვამს კითხვებს.
·         რამდენ ხმიანი შიძლება იყოს ხალხური სიმღერა?
·         რომელი ხალხური სიმღერაა გავრცელებული ყველაზე  მეტად საქართველოში?
·         რომელი სიმღერაა ოქროს დისკზე ჩაწერილი და გაგზავნილი კოსმოსში?
·         რა  მნიშვნელობა აქვს ქართულ მუსიკალურ კულტურას  საქართველოსთვის?
მასწავლებელი ისმენს მოსწავლეების პასუხებს და აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
სსსმ მოსწავლეს ეკითხება მასწავლებელი რამდენ ხმიანი შეიძლება იყოს  ქართული ხალხური სიმღერა?




ვერბალური



















ვერბალური
კითხვა-პასუხი

მთელი კლასი




















მთელი კლასი

დაფა, ცარცი.

3წთ




















10 წთ





2


      აქტივობის მიზანი
წინარე ცოდნის გააქტყიურება.

     აქტივობის აღწერა:
 მასწავლებელი სლაიდ შოუს საშუალებით აჩვენებს ბავშვებს გურიის  გეოგრაფიულ, ეთნოგრაფიულ და  მუსიკალურ კულტურას.
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
·         რომელი ჟანრის სიმღერებია თქვენთვის ცნობილი?
·         რას ნიშნავს ორპირული შესრულება?
·         რა ჰქვია მაღალ ხმას,რომელისც
იმეორებს  ოსტინატურად(დაჟინებით) მოკლე გრძლიობის ნოტებსა და ურთულეს ფიგურაციებს?
დროდადრო მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ შესრულებას.

 სსსმ  მოსწავლემ უნდა დაწეროს
ერთი მისთვის ცნობილი სიმღერის   ჟანრი.
 
    აქტივობის მიზანი:
გააზრების, ანალიზის, მუსიკის მოსმენის უნარის განვითარების ხელშეწყობა. გუნდურობის, ურთიერთთანამშრომლობის და აზრთა გაზიარების მიღწევა.
      აქტივობის აღწერა
 მასწავლებელი ჯგუფურად დაყოფს მოსწავლეებს და ასმენინებს საისტორიო- საგმირო სიმღერას „ ხასანბეგურა“ და აძლევს დავალებას მოისმინონ და დაწერონ
·         როგორი ხასიათისაა ეს სიმღერა?
·         რომელ სტილს და ჟანრს მიეკუთვნება?

*რამდენ ხმიანია ეს სიმღერა.
*მოიფიქრონ და დაასახელონ საპირისპირო ხასიათის სიმღერა შესწავლილი რეპერტუარიდან.
მასწავლებელი აძლევს დროის ლიმიტს საჭირო შემთხვევაში ეხმარება მათ.

    აქტივობის მიზანი:
ხელი შეეწყოს ცოდნის გამთლიანებას.
     აქტივობის აღწერა;
ჯგუფის მიერ არჩეული პრეზენტატორი წარადგენს ნამუშევარს.
 მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ შეფასებას.

სსსმ მოსწავლე ამოიცნობს რამდენ ხმიანია მოსმენილი სიმღერა.
      აქტივობის მიზანი;
 სიმღერის შესწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
      აქტივობის აღწერა:
  აქვე მოსწავლეები შეისწავლიან გურულ ლირიკულ სიმღერას „მივალ გურიაში’ (ტექსტის შესწავლა საშინაო დავალებად ჰქონდათ დავალებული ).

სსსმ მოსწავლეს სიმღერის ტექსტი უდევს მერხზე და მღერის მოსწავლეებთან ერთად.
 
       აქტივობის მიზანი:
 თვითშეფასების ამაღლების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
      აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, აფასებს და მოსწავლეებს ურიგებს თვითშეფასების კითხვარს.

საშინაო დავალება;
 მოისმინონ  გურული ხალხური სიმღერა „ შავი შაშვი’ და გააკეთონ ანალიზი.

სსსმ მოსწავლე მოუსმენს  გურულ ხალხურ სიმღერას „ შავი შაშვი’ და ამოიცნობს რამდენ ხმიანია.


მინი -ლექცია










































პრაქტიკული სამუშაო
























პრეზენტაცია












სიმღერის შესწავლა






























მთელი კლასი



























ჯგუფური



































მთელი კლასი





პროექტორი
































მოსასმენი მასალა.კომპიუტერი.







































სინთეზატორი.

7წთ


































10 წთ

























5 წ












5წთ

















5წ



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას გურიის ადგილ მდებარეობაზე, ტრადიციებე, კულტურულ ძეგლებსა და მუსიკალური ფოლკლორის შესახებ. შეუძლიათ მოისმინონ და გაანალიზონ მუსიკალური ნაწარმოები. შეუძლიათ განსაზღვრონ შემსრულებელთა რაოდენობა, შემადგენლობა, მუსიკალური ჟანრი, სტილი.ასრულებენ სიმღერას ხალხური რეპერტუარიდან თანაკლასელებთან ერთად. ფლობენ პრეზენტაციისა და თანამშრომლობით უნარებს.

სსსმ მოსწავლემ იცის რამდენ ხმიანი შეიძლება იყოს ქართული ხალხური სიმღერა. ისმენს ქართულ ხალხურ სიმღერას და ამოიცნობს შემადგენლობას. მღერის თანაკლასელეთან ერთად სიმღერას ‘მივალ გურიაში“





               

                                            

                                            შეფასების რიბრიკა



კრიტერიუმები
   დიახ
  ნაწილობრივ
  არა
მოსწავლე ფლობს ქართული ხალხური მუსიკის რითმის დამახსოვრებას.
მარტო და სხვებთან ერთად სიმღერის უნარ-ჩვევებს.
მოსწავლე ფლობს მოსმენილი ნაწარმოების ჟანრის  განსაზღვრისა და ანალიზის უნარ-ჩვევას.
მოსწავლე ნათლად და გასაგებად გადმოსცემს სათქმელს, ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან.



              

                                









                                       ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა





კრიტერიუმები
 დაბალი
  საშუალო
   მაღალი
 თანამშრომლობა
პასიურია არ არის ჯგუფში ჩართული
ცდილობს ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას.
აქტიურადაა ჩართული ჯგუში,თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან.
 დროის ლიმიტი
არ იცავენ დროის ლიმიტს.
უმნიშვნელოდ გადასცდნენ დროს.
დაიცვეს დროის ლიმიტი.
პრეზენტაცია
არ შეუძლია პრეზენტაციის გაკეთება.
აკეთებს პრეზენტაციას,მაგრამ ვერ მეტყველებს  გამართულად.
ნათლად გადმოსცემს აზრს,მეტყველებს გამართულად.





                              

                               სსსმ მოსწავლის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
       დიახ
 ნაწილობრივ
  არა
ნაწარმოების მოსმენისას ამოიცნობს   ქართული ხალხური სიმღერის შემადგენლობას.
 ჩართულია საგაკვეთილო პროცესში
შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად.




                            რეფლექსია



2019 წლის 22 ოქტომბერს ცეცხლაურის  N 2 სკოლის   IX კლასში ჩავატარე გაკვეთილი მუსიკაში ისტის გამოყენებით, თემაზე ,,მივალ გურიაში მარა’’ გაკვეთილის მიზნის მისაღწევად დავსახე რამოდენიმე აქტივობა, სადაც მთავარ რესურსად გამოვიყენე ისტი, რათა უფრო  საინტერესოდ და მრავალფეროვანი გამეხადა გაკვეთილი.პროექტორით გავაშუქე მუსიკა   ,, მივალ გურიაში მარა’’სადაც გამოყენებული იყო ვიდეო რგოლი,   მოსწავლეებმა მოუსმინეს და თვითონაც შეასრულეს სიმღერა.

გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება,მოსწავლეები ხალისით უსმენდენ და არჩევდნენ ნაწარმოებს.

მიუხედავათ გაკვეთილის წარმატებით წარმართვისას დრო ვერ გავთვალე ზუსტად, შემდეგში შევეცდები აქტივობებს მეტი დრო დავუთმო რათა მეტი ჩართულობა იყოს მოსწავლეების მიმართ.



No comments:

Post a Comment